ბენ ლადენის მკვლელობა - ობამას დიდი შეცდომა? - კვირის პალიტრა

ბენ ლადენის მკვლელობა - ობამას დიდი შეცდომა?

პაკისტანის დაზვერვის ყოფილი თავკაცი ჰამიდ გული აცხადებს, რომ ოსამა ბენ ლადენის მკვლელობა ტრიუმფი კი არ იყო, არამედ აშშ-ის მიერ ჩადენილი სტრატეგიული შეცდომა და მისი შედეგები დამღუპველი იქნება.

ჰამიდ გულის თქმით, ბოლო ხუთი-შვიდი წლის განმავლობაში ოსამა ბენ ლადენი პრაქტიკულად უკვე ისტორიის კუთვნილება იყო და მისთვის ბუნებრივი სიკვდილის საშუალება უნდა მიეცათ. ახლა როგორც წამებული - ის გაცილებით საშიშია, ბენ ლადენი აშშ-ის დიდ საფრთხედ იქცევა, იმიტომ რომ ლეგენდა მასზე განაგრძობს სიცოცხლეს.

ჰამიდ გული გადაჭრით უარყოფს, რომ პაკისტანის დაზვერვა იფარავდა ბენ ლადენს და მისადმი გამოთქმული პრეტენზიები უსამართლოა. ჰამიდ გული მიიჩნევს, რომ მალე პაკისტანელები გამოვლენ მოთხოვნით, რომ მათმა მთავრობამ და არმიამ აღარ მიიღოს მონაწილეობა ტერორიზმთან ბრძოლაში. აშშ-თან თანამშრომლობის საკითხსაც სერიოზულად გადახედავენ.

აშშ-ის პაკისტანის დაზვერვის ყოფილ თავკაცს მიაჩნია, რომ ბენ ლადენის სიკვდილი არ უნდა გამხდარიყო აშშ-ის სიხარულის საბაბი. როცა ჰილარი კლინტონის გამოსვლას ვუყურე, მივხვდი, რომ თალიბანის მიმართ დამოკიდებულება ძალიან გამკაცრდება. ადრე ჰილარი კლინტონი ამბობდა, თალიბებთან მოლაპარაკებას დავიწყებთო, ახლა კი ისევ ძველ აზრზე დადგა - მათ იარაღი უნდა დაყარონო. აფრების დაშვების ნაცვლად, ობამა ცდილობს თალიბანის მიმართ იმოქმედოს უფრო სწრაფად და სასტიკად.

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ