აფხაზი ვეტერანები მიიპატიჟეს... - კვირის პალიტრა

აფხაზი ვეტერანები მიიპატიჟეს...

დიდ სამამულო ომში მონაწილე აფხაზი ვეტერანები სანქტ-პეტერბურგში მიიწვიეს ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავ ზეიმზე.

აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე თარია ამბობს, წელს მოსკოვში ალბათ იმიტომ არ დაგვპატიჟეს, რომ საიუბილეო წელი არ არისო. რუსეთის საელჩოდან ორი ვეტერანი მიიწვიეს, ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრნენ ტყვარჩელელი ილია აჩბა და ალექსანდრე შონია.

თარიას ცნობით, წელს მოზდოკის ომის ვეტერანთა რაიონული კავშირის წყალობით, მოხერხდა აფხაზეთიდან დიდ სამამულო ომში გაწვეული 57 ჯარისკაცის სამარხის ადგილმდებარეობის დაზუსტება. სიაში არიან რუსები, სომხები, ქართველები, მათ შორის 15 აფხაზი. ისინი დასაფლავებული არიან ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის საძმო სასაფლაოებზე. "ჩვენ შევატყობინეთ სიაში მყოფ დაღუპულთა ნათესავებს. მათ შესაძლებლობა აქვთ, პატივი მიაგონ ახლობელთა საფლავებს", - თქვა ალექსანდრე თარიამ.

აფხაზეთიდან დიდი სამამულო ომის ყველა ფრონტზე ყოველი მესამე კაცი იბრძოდა.

ლენტა.რუ, რუსეთი