"საქართველოში ქათმის ხორცისგან ბევრი საჭმელი მზადდება. შქმერულის გარდა, აკეთებენ საცივს კაკლით და" - რას წერს იაპონური გამოცემა ქართულ სამზარეულოზე
"საქართველოში ქათმის ხორცისგან ბევრი საჭმელი მზადდება. შქმერულის გარდა, აკეთებენ საცივს კაკლით და" - რას წერს იაპონური გამოცემა ქართულ სამზარეულოზე
იაპონური გაზეთი "ასაჰი სიმბუნი" (Asahi Shimbun // "朝日新聞") აგრძელებს სტატიების ბეჭდვას ქართული სამზარეულოს კერძების შესახებ. წინა პუბლიკაცია კონკრეტულად შქმერულს ეხებოდა, ახლა კი ავტორები - კიოკო ოგინო და კაიო იოსიდი იაპონელ მკითხველებს და გურმანებს ტაბაკად შემწვარ წიწილას და საცივს აცნობენ.
"საქართველოში ქათმის ხორცს ძალიან დიდ პატივს სცემენ. ქართული სუფრის (საჭმელებიანი მაგიდის) ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერძს სწორედ ეროვნული ტრადიციით შემწვარი ქათამი წარმოადგენს, რომელსაც ტაბაკა-წიწილას უწოდებენ. ქათამს შუაზე ჭრიან, გაშლილი სახით ტაფაზე დებენ, ზემოდან რამე
სიმძიმით, რათა ცხიმი გამოვიდეს და ხორცი უფრო გემრიელი გახდეს. მარილის გარდა, მას არაფრის დამატება არ უნდა.

საქართველოში სოფლის მეურნეობა კარგად არის განვითარებული, ამიტომაც იქ პროდუქტები მრავალფეროვანია. ქვეყანა მდიდარია ვაზით, კაკლით, თხილით, ხორბლით, ამიტომაც ქართული ღვინო და ფქვილეულით მომზადებული საჭმელები მთელ მსოფლიოშია ცნობილი", - აღნიშნავენ ავტორები,
რომლებიც საქართველოში ქათმის ხორცის მოხმარების ტრადიციას თავისებურად განმარტავენ: "ქართველი ტომები თავდაპირველად მომთაბარეობას ეწეოდნენ, მაგრამ შინაური პირუტყვის ხორცის მოხმარება შეზღუდული იყო: მსხვილფეხა რქოსანი საქონელი გაზაფხულზე მრავლდებოდა, ზაფხულობით მისგან რძეს იღებდნენ და მას მხოლოდ შემოდგომაზე კლავდნენ, საზამთროდ ხორცის დასამზადებლად ანუ, რადგანაც საქონლის ხორცის მოხმარება შეზღუდული იყო, მომთაბარეები აქტიურად სარგებლობდნენ ქათმის ხორცით - შინაური ქათმების გამრავლება იოლად ხდება, მას მაინცდამაინც დიდი მოვლა არ სჭირდება, ხორცი კი გემრიელი აქვს.

როგორც კიოკო აგინო აღნიშნავს, იგი საქართველოში პირველად 1980 წელს იმყოფებოდა და საკუთარი თვალით აქვს ნანახი, თუ როგორ ამზადებდნენ იმ პერიოდში ქართველი გლეხები საქონლისა და ფრინველის ხორცს. "უფრო ხშირად კი ქათმები ბაზარში ცოცხლად იყიდებოდა, ფეხებშეკრული სახით, რაც ძალიან საკვირველად მომეჩვენა. ერთხელ ქათამი თვითონ ვიყიდე და როცა სახლში მივიტანე, შეშინებული ვიყავი მისი დაკვლით... მასპინძელი კი ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდა და ჩვეულებრივ მოქმედებად მიაჩნდა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. დღეს საქართველოს მაღაზიებში და ბაზრებში იშვიათად შეხვდებით ფერმერებს, რომლებიც ცოცხალ ქათმებს ჰყიდიან, ძირითადად, უკვე დაკლული და შესაწვავად გამზადებული ქათმები შეფუთული სახით იყიდება.

საქართველოში ქათმის ხორცისგან ბევრი საჭმელი მზადდება. შქმერულის გარდა, აკეთებენ საცივს კაკლით და სხვა ინგრედიენტებით", - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომლის დასასრულ, იაპონელებისათვის შეთავაზებულია საცივის მომზადების წესი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

ნანა
19 მაისი 2021 09:04
ან იაპონელია ნაკლებ იმფორმირებული ან ქართველი ჟურნალისტი.
მზია და ზეზვამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მუზეუმები მოიარა როგორც ჰომო გეორგიკუსმა.
პასუხი არავის ეთხოვება, ყველაფრის წერაა ნებადართული, ცენზურის პოსტია საჭირო ,
გრიშა
18 მაისი 2021 13:53
შეიძლება მომთაბარე მესაქონლეობა იგულისხმება როცა ზაფხულში მთაში ყავთ საქონელი და შემოდექი რომ შევა ძალაში ყანებს აიღებენ ... ჩამორეკავენ ბარში . მე უფრო ის მამხვდა ყურში ჰარაკირის ქვეყნის შვილს ქათმის დაკვლა რომ ეუცხოება.....
მაიკო
18 მაისი 2021 11:12
იაპონელების დაუდევარი შეცდომაა თუ ქართული თარგმანის მართლა მაინტერესებს, რა სისულელეები უწერიათ, მონღოლებში ხომ არ ვეშლებით, ისტორია რომ წაეკითხათ კარგი იქნებოდა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები