ძალიან, ძალიან სამწუხაროა - კვირის პალიტრა

ძალიან, ძალიან სამწუხაროა

ის, რაც თბილისში მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წინაღამეს, მეტად სამწუხაროა. ორი კაცი დაიღუპა. თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ ახლობლებს, მაგრამ თუ გავააანალიზებთ მომიტინგეთა, განსაკუთრებით ბურჯანაძის ქმედებებს, დავასკვნით, რომ მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა მას და მის მომხრეებს ეკისრებათ.

ოპოზიციონერები თავიდანვე იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ 24.00 საათის შემდეგ მათი რუსთაველზე ყოფნა აღარ შეიძლებოდა, მაგრამ ბურჯანაძემ არად ჩააგდო ხელისუფლების კანონიერი მოთხოვნა და ამით ხელი შეუწყო სამართალდამცველთა მიერ მომიტინგეთა დარბევის პროვოცირებას.

მომიტინგეთა რიგებიდან პირველი ბურჯანაძის კორტეჟი გაიქცა და ორი კაცის სიცოცხლეც იმსხვერპლა.

ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ბურჯანაძისა და მისი ვაჟის საუბრის ჩანაწერი და ხალხმა თავისი ყურით მოისმინა, რომ დედა-შვილისთვის რამდენიმე ასეული ადამიანის სიკვდილი არაფერს ნიშნავს, უფრო სწორად, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებაში მათ მოსასვლელად. გარდა ამისა, ბურჯანაძეს და ბიწაძეს რუსეთის ГРУ-ს იმედი აქვთ. საუბრის ნამდვილობა თავად ბურჯანაძემ დაადასტურა...

უსმენ ჩანაწერს, აანალიზებ ოპოზიციის საქციელს, უყურებ მათ აშკარად უზნეო აქტიურობას და ერთადერთი გრძნობა გეუფლება - ზიზღი და აღშფოთება.

ისტორიის მანძილზე საქართველოს ბევრი ქართველის ღალატი და მუხთლობა უნახავს... არა უშავს, ამასაც გადაიტანს!

ღმერთი განგსჯით, ბატონო ოპოზიციონერებო!

"ეხო მოსკვი", რუსეთი