საქართველოს პოლიციამ ძალას გადაამეტა - კვირის პალიტრა

საქართველოს პოლიციამ ძალას გადაამეტა

HUMAN  RIGTHTS WATCH -მა განაცხადა, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისში სპეცდანიშნულების პოლიციამ საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბია. მთავრობამ  დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამომწურავი და მიუკერძოებელი გამოძიება ძალის გადამეტების და არაპროპორციულად გამოყენების ფაქტზე.

დემონსტრანტებს მიტინგის ჩატარების უფლება 25 მაისის ღამის 12 საათამდე ჰქონდათ. ნაშუაღამევს ვადა იწურებოდა, მაგრამ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ფეხის მოცვლას არ აპირებდნენ. თბილისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მათ მიტინგის ჩასატარებლად სხვა სივრცე შესთავაზა, რაზეც დემონსტრანტებმა უარი განაცხადეს. 00:15 საათზე, მას შემდეგ, რაც ნებართვის ვადა ამოიწურა, სპეცდანიშნულების ძალებმა დემონსტრანტები წყლის ჭავლით და ცრემლმდენი გაზით დაშალეს, ბევრს სცემეს და დააპატიმრეს.

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ დემონსტრანტები თბილისში უნებართვოდ მოქმედებდნენ, არაფერი ამართლებს ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების ცემას,“- განაცხადა HUMAN  RIGTHTS WATCH-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის სამსახურის დირექტორის მოადგილემ, რეჩელ დენბერმა, - ამის გამო პასუხი უნდა აგონ".

საქართველო მიერთებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეკრულებებს, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას, რაც მთავრობას ავალდებულებს, პატივი სცეს შეკრების თავისუფლებას და ნებისმიერ შემთხვევაში თავი შეიკავოს დემონსტრანტების წინააღმდეგ მოპყრობის აკრძალული ფორმების გამოყენებისგან.

მთავრობას ასევე ევალება ამ ვალდებულებათა დარღვევის გამოძიება და მათი გამოსწორება. "მთავრობამ გადადგა პოზიტიური ნაბიჯი, როდესაც პროტესტანტებს ალტერნატიული სივრცე შესთავაზა,“- განაცხადა დენბერმა, - მაგრამ პოლიციამ არასდროს არ უნდა სცემოს დემონსტრანტებს, რომლებიც სახიფათონი არ არიან".

"ჰუმან რაიტს უოჩი", აშშ

KvirisPalitra.Geევროკავშირის კომისიის სპიკერმა ნატაშა ბატლერმა განაცხადა, რომ ბრიუსელი "შეშფოთებულია სამწუხარო“მოვლენებით და აფრთხილებს საქართველოს, არ მიმართოს ძალადობას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

ჩვენ ვადასტურებთ კანონის და წესრიგის უზრუნველყოფის აუცილებლობას, მაგრამ როგორც უკვე ვუთხარით საქართველოს მთავრობას, ყველაფერი შესაბამისი გზით უნდა განხორციელდეს.

ამიტომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ძალის გადამეტებულ გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა ბრალდება".

"ობსერვერი", აშშ

"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ბრალდებები პოლიციის მხრიდან ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეთა მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებაზე, რომლის დროსაც ორი კაცი დაიღუპა", - განაცხადა 26 მაისს Amnesty  International-მა თბილისში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციები სპეცდანიშნულების რაზმებმა სასტიკად დაარბიეს, დაშალეს დაახლოებით ათასი დემონსტრანტი.

ერთი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი გაიტანა ავტომანქანამ, რომელსაც აქციის ადგილიდან, სავარაუდოდ, ოპოზიციის ლიდერი გაჰყავდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაახლობით 40 კაცი დაშავდა სპეცრაზმის მიერ აქციის მონაწილეთა დაშლის დროს, შუაღამისას, მას შემდეგ, რაც აქციის ჩატარების კანონიერი ვადა ამოიწურა და ტერიტორია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის უნდა გაეთავისუფლებინათ.

"მომიტინგეები შეიარაღებული იყვნენ კუსტარული ფარებითა და დროშის ტარებით და აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ მათი დაშლის მცდელობას, მაგრამ არავითარი გამართლება არა აქვს პოლიციის მხრიდან იმ ადამიანების ცემას, რომლებიც მას წინააღმდეგობას არ უწევდნენ, - განაცხადა  Amnesty  International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჯონ დალჰუსენმა, - უნდა მოხდეს ამ ინციდენტების სრულყოფილი გამოძიება, რაც უნდა მოიცავდეს ასევე იმ ინსტრუქციების გამოძიებასაც, რომლებსაც ადგილზე გასცემდნენ ცალკეული ოფიცრები".

"ემნისტი ინტერნეშნლი", აშშ