ანტისამთავრობო მანიფესტაცია - კვირის პალიტრა

ანტისამთავრობო მანიფესტაცია

საქართველოს დედაქალაქ თბილისში ოპოზიციის რამდენიმე ასეული მხარდამჭერი პრეზიდენტ სააკაშვილს 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლების მონოპოლიზებაში ადანაშაულებს.

ამ რევოლუციამ ხელისუფლებიდან პოსტსაბჭოთა ძველი გვარდია განდევნა. ამ კავკასიურ სახელმწიფოს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს იმ მილსადენების გამო, რომელსაც კასპიის ნავთობი დასავლეთში გადააქვს. 2008 წელს ის რუსეთთან ხანმოკლე ომში დამარცხდა. მას შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაზე კონტროლი აღადგინა. ოპონენტები მის გადადგომას მოითხოვენ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. თავდაპირველად, საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ.

ზოგიერთმა, სპეცრაზმის გამოჩენის შემდეგაც კი უარი თქვა, გადაენაცვლათ მთავარ მოედანზე. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტებს და წყლის ჭავლს იყენებენ. ქალაქის ქუჩები ცრემლმდენი გაზის კვამლში გაეხვია.  ოპოზიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მთავრობის პასუხი დაგმო:„- "უამრავი ადამიანი დაშავდა, რადგან ხელისუფლებამ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა".

მანიფესტანტებს საქართველოში ისეთივე წარმატების იმედი ჰქონდათ, რაც ეგვიპტესა და ტუნისში დაფიქსირდა - მასობრივ საპროტესტო აქციებს არაპოპულარული ლიდერების დამხობა მოჰყვა.

"დეილი ტელეგრაფი", აშშ