მარად სააკაშვილის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

მარად სააკაშვილის წინააღმდეგ

საქართველოს ბევრი ღირსება, მაგრამ ბევრი ნაკლიც აქვს: ფატალური მიდრეკილება დრამატულობისა და უკომპრომისობისადმი. ოცწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ეს კავკასიური რესპუბლიკა პოლიტიკური გადატრიალებების და კონტრრევოლუციების რეჟიმში ცხოვრობს.

ოპოზიციის სიჯიუტეს, რომელიც პარლამენტის ნაცვლად ქუჩაში ოპონირებს და სულ უფრო კარგავს საზოგადოების მხარდაჭერას, თბილისში ორი კაცის სიცოცხლე შეეწირა. ისინი ოპოზიციის ესკორტმა იმსხვერპლა. ქართველების უმრავლესობა დღეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ემხრობა. რამდენიმე წლის წინ არავის ეგონა, თუ "ვარდების რევოლუციის" ლიდერი სააკაშვილი ავტორიტარულ ხერხებს მიმართავდა და ქუჩაში დემონსტრაციებს ძალით ჩაახშობდა.

საქართველო დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყანაა, მაგრამ ის კვლავ ერთი ადამიანის თეატრად რჩება, რაც ქვეყნისთვის ტრაგედიაა. სააკაშვილს შესაძლო მემკვიდრე და თანაბარი წონის კოლეგები არ ჰყავს. თავად ქვეყნის შიგნით დღეს გარდამავალი პერიოდია: სააკაშვილი არაფერს ამბობს იმაზე, დაბრუნდება თუ არა ის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრად 2013 წელს, ისევე როგორც ეს მისმა მთავარმა მტერმა ვლადიმირ პუტინმა გააკეთა...

"დერ სტანდარდი", გერმანია