საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას დაპატიმრებული დემონსტრანტების უფლებები - კვირის პალიტრა

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას დაპატიმრებული დემონსტრანტების უფლებები

საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს 26 მაისს, თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციის დარბევის დროს, პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტები.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ მან, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, ყველა დაკავებულს მისცა თავისი უფლებების დაცვის საშუალება - სამედიცინო დახმარებით სარგებლობის, დაკავებულთა ნათესავებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევის და დაკავებულთა ადგილსამყოფლის შეტყობინება. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია  ამნესტყ  ინტერნატიონალ-ი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ბრალდებულთა სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო პროცესები.

ბოლო მონაცემებით, 26 მაისს, დღის პირველ ნახევარში, დააპატიმრეს 105 მანიფესტანტი, მათგან უმრავლესობას ორი თვით პატიმრობა ელის პოლიციასთან შეწინააღმდეგების გამო. დაკავებულები გადაიყვანეს თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორებში. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში, ხელისუფლებას დაპატიმრებულთა ოჯახებისთვის არ უცნობებია მათი ახლობლების დაპატიმრების შესახებ და არც ის, თუ სად იმყოფებიან ისინი ამჟამად.

ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დაპატიმრებულებს აუკრძალა ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან დაკავშირება და სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაუწია. ადვოკატებმა და უფლებადამცავებმა განაცხადეს, რომ მათ თავიდან ვერ შეძლეს დაკავებულებთან დაკავშირება და ვერც მათი ადგილსამყოფელი გაიგეს. 27 მაისს შსს-მ გამოაქვეყნა მიტინგზე დაპატიმრებულთა სია, მაგრამ არ მიუთითებია, თუ სად ჰყავდა ისინი.

გარდა ამისა, ამნესტყ  ინტერნატიონალ-მა მიიღო ინფორმაცია, რომ დაპატიმრებულებს ცუდად ეპყრობიან, რომ ირღვევა სამართლებრივი ნორმები. 27 მაისს საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის უფლებამოსილმა პირმა მოინახულა დროებითი იზოლაციის ადგილები და განაცხადა, რომ დაკავებულთა უმეტესობას დემონსტრაციის დარბევისა და დაპატიმრების შემდეგ მიღებული სერიოზული ტრავმები აქვს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, საქალაქო სასამართლოში დაკავებული დემონსტრანტების საქმეების გარჩევისას, პროცესის დაწყებისას და მსვლელობის პროცესში ადგილი ჰქონდა სერიოზულ დარღვევებს. ასოციაციაში განაცხადეს, რომ მათ იურისტებს არ მისცეს საშუალება, დროულად და სათანადოდ წარმოედგინათ კლიენტების ინტერესები. ასოციაციის მონაცემებით, სასამართლო პროცესი ეფუძნებოდა მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს და არ ითვალისწინებდა სხვა მოწმეების მტკიცებულებებს და არც ცდილობდა გარკვეულიყო დაკავებულთათვის წაყენებული ბრალდებების შესაბამისობაში. ადვოკატებმაც აღნიშნეს, რომ სასამართლოში არ იყო დაცული პატიმართა უფლებები, ყურადღება არ ექცეოდა იმის მტკიცებას, რომ პოლიციელების სასტიკი მოპყრობის ბრალი იყო აშკარა დასახიჩრებები, რომლებიც დაკავებულებს აღენიშნებოდათ.

ამნესტყ ინტერნატიონალ-მა უკვე მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გამოიძიოს ბრალდება მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო დემონტრაციის დროს პოლიციური ძალის გადამეტების შესახებ; ასევე განაცხადა, რომ შეჯახების დროს რამდენიმე ჟურნალისტი სცემეს, დაჭრეს, ჩამოართვეს კამერები.

ამნესტყ ინტერნატიონალ-ი ადასტურებს, რომ სამართალდამცველ ორგანოებს უფლება აქვთ, უზრუნველყონ ადამიანთა უსაფრთხოება და ქონების დაცვა. მიუხედავად ამისა, პოლიციის ქმედება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებს, რომელშიც შედის ვალდებულება, იმოქმედონ სამართალდარღვევის სერიოზულობის შესაბამისად, რათა მინიმუმამდე იქნეს შემცირებული ადამიანთა მსხვერპლი და მატერიალური ზარალი, ასევე, პატივი სცენ და დაიცვან ადამიანთა სიცოცხლე. დემონსტრაციის გარეკვისას პოლიციამ ეს ნორმები დაარღვია.

ამნესტყ ინტერნატიონალ-ისთვის სარწმუნო წყაროსგან ცნობილი გახდა დემონსტრანტების მხრიდან მრავალრიცხოვანი ძალადობრივი აქციის შესახებაც, ასევე, არის ინფორმაცია რამდენიმე პოლიციელის დაჭრისა და ერთის დაღუპვის შესახებ. მაგრამ ამნესტყ  ინტერნატიონალ-ი თვლის, რომ ეს არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტოს, დაირღვეს ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ნორმები.

ამნესტყ ინტერნატიონალ-ი მხედველობაში იღებს შსს-ს საჯარო ბოდიშის მოხდას ჟურნალისტების წინაშე, რომლებიც დაიჭრნენ და თავისი საქმის შესრულების საშუალება არ მიეცათ. მიუხედავად ამისა, წუხილს გამოთქვამს, რომ ყველაფერი შემოიფარგლა ბოდიშის მოხდით მხოლოდ მედიის და არა მანიფესტანტების წინაშე, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველო ვალდებულია, თვალყური ადევნოს იმას, რომ ყველა ადამიანი თანაბარი იყოს კანონის წინაშე და უნდა მიიღონ ერთნაირი სამართლებრივი დახმარება.

ამნესტყ ინტერნატიონალ-ი შეშფოთებულია იმით, რომ დღესდღეობით არ მიმდინარეობს სამართლიანი და ღია გამოძიება 2007 და 2009 წლებში სამართალდამცავების მიერ დემონსტრაციების ძალისმიერი დაშლისას ძალის გადამეტების თაობაზე.

ამნესტყ ინტერნატიონალ-ი მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს შემდეგი ზომები:

1. დააჩქაროს დაწვრილებითი და მიუკერძოებელი გამოძიება ძალის გადამეტების, ძალადობის და ასევე ამით გამოწვეული სიკვდილისა; პასუხისგებაში მიეცეს ამ ქმედებებში ყველა ეჭვმიტანილი, მანიფესტაციის მსხვერპლნი უზრუნველყოფილი იქნენ საქმის სამართლიანი განხილვითა და ზარალის ანაზღაურებით.

2. ყურადღება მიაქციოს იმას, რომ ყველა დაკავებულს ჰქონდეს ადვოკატთან კონსულტაციის საშუალება, მიიღონ საკვები პროდუქტები და სამედიცინო დახმარება, მათმა ახლობლებმა და მათივე არჩევით - სხვა პირებმა ინფორმაცია მიიღონ დაკავებულთა ადგილსამყოფლის და მიმდინარე სიტუაციის შესახებ.

3. თვალყური ადევნონ, რომ დაკავებულთა სასამართლო განხილვები იყოს სამართლიანი და შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებს.

"ემნისტი ინტერნეიშნლი", აშშ