გაბრაზებული ოპოზიცია - კვირის პალიტრა

გაბრაზებული ოპოზიცია

საქართველოს რესპუბლიკის ფიცხმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ, აშშ-ის ელჩს ჯონ ბასს ბრალი დასდო დამნაშავეთა გააფთრებული ბანდის“მხარდაჭერაში და მისი გაძევება მოითხოვა. დამნაშავეთა გააფთრებულ ბანდად იგულისხმებოდა პროდასავლური მთავრობა, რომელმაც გასულ თვეში ძალადობრივი ოპოზიციური პროტესტი შეწყვიტა.

"მისტერ ბას, თქვენ უნდა დატოვოთ ჩვენი ქვეყანა, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, - იმიტომ, რომ თქვენ მიერ წაქეზებულმა, გააფთრებული დამნაშავეების ბანდამ დათრგუნა ქართველთა ერთი ნაწილის სურვილი - იცხოვრონ სამართლიან სახელმწიფოში...„თქვენ უკვე დაკარგეთ ღირსება. გეთაყვა, თქვენს ქვეყანასაც ნუ წაართმევთ მას".

ბასმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, მაგრამ მთავრობასაც აქვს წესრიგის შენარჩუნების პასუხისმგებლობა. მან მოითხოვა იმ ბრალდებათა გამოძიება, რომელთა თანახმად, პოლიციამ, როდესაც 26 მაისს დემონსტრანტებმა ხუთდღიანი პროტესტის შემდეგ, უარი თქვეს დაშლაზე, მათ გასაფანტად რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებისას, ძალას გადაამეტა.

ხაინდრავამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ასევე ძალადობაში, უსამართლობასა და უკანონობაში“დასდო ბრალი. სააკაშვილი საპასუხო ბრალდებებით გამოვიდა - ოპოზიცია აპირებდა მისი მთავრობის დამხობას და პრორუსული რეჟიმის დამყარებას.

ოპოზიციის კრიტიკით შეწუხებულმა ბასმა სცადა აეხსნა, რომ მისი თავდაპირველი რეაქცია პროტესტზე იყო დაბალანსებული, ხალხს მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ მოუწოდებდა, მთავრობას კი - თავდაჭერილობისკენ . გასულ კვირას მან კრიტიკას "უსაფუძვლო" უწოდა და ივარაუდა, რომ ოპოზიციამ მისი სიტყვები დაამახინჯა. "აშშ მტკიცედ უჭერს მხარს  გამოხატვისა…და მშვიდობიანი დემონსტრაციების თავისუფლებას", - უთხრა მან ჟურნალისტებს თბილისში.

ბასმა თქვა, რომ შეშფოთებულია ძალადობისა და ხელისუფლების მიერ ძალის გადამეტებით გამოყენების შესახებ სარწმუნო ცნობებით. "მაგრამ, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, - ამ საპროტესტო გამოსვლაში ნამდვილად მონაწილეობდნენ ელემენტები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ძალადობის პროვოცირებით და კონფრონტაციით, - განაცხადა მან, -„მთავრობა ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი".

ოპოზიციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც საპროტესტო გამოსვლების თაოსანი იყო, ვიდეოზე ჩაიწერეს მაშინ, როდესაც ის თავის ვაჟთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად, საპროტესტო გამოსვლების გეგმას განიხილავდა. ეს უკანასკნელი ელოდა, რომ დემონსტრაციები "ეგვიპტური სცენარით", ანუ "არაბული გაზაფხულის" სცენარით წარიმართებოდა.

"საზოგადოება გაყოფილია.…50% არ მიიჩნევს რუსეთს მტრად.…ყველა ემხრობა რუსეთთან ახლო ურთიერთობებს", - ამბობს ბურჯანაძე ჩანაწერში, რომელიც მთავრობამ საპროტესტო გამოსვლების შემდეგ გამოაქვეყნა.

სააკაშვილი, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს კავშირს ნატოსა და აშშ-თან, სათავეში ედგა 2003 წლის "ვარდების რევოლუციას", რომელმაც კომუნისტური პარტიის ყოფილ ბოსსა და საქართველოს პრეზიდენტს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გადადგომა აიძულა.

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ