სომხური ეკლესია მიესალმება... - კვირის პალიტრა

სომხური ეკლესია მიესალმება...

სომხეთის სამოციქულო ეკლესია მიესალმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც მას საქართველოში იურიდიული სტატუსის მიღების უფლებას აძლევს.მიუხედავად ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის  სასტიკი წინააღმდეგობისა, საქართველოს პროსამთავრობო კანონმდებლებმა თბილისში, 5 ივლისს დაჩქარებული წესით მიიღეს ჩასწორება სამოქალაქო კოდექსში და რელიგიური უმცირესობების ხუთ ჯგუფს, მათ შორის ადგილობრივ სომხურ ეკლესიას, მიანიჭეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. ჩასწორების დანარჩენი ბენეფიციარები არიან რომის კათოლიკური ეკლესია, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია და საქართველოს ისლამური და ებრაული საზოგადოებანი.ჩასწორებებს სამოქალაქო კოდექსში, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მასზე ვეტოს დადებას ითხოვდა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა ხელი.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სპიკერმა მამა ვაჰრამ მელიქიანმა მიანიშნა, რომ ეს ნაბიჯი შედეგი იყო მოლაპარაკებებისა, რომელიც შედგა ქართულ ხელისუფლებასთან გასულ თვეს  საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის მეთაურის გარეგინ მეორის ვიზიტის დროს. გარეგინი შეხვდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ ილია მეორეს და სააკაშვილსაც. "საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯი, რადგან ვითარება მომწიფდა", - თქვა მელიქიანმა.“მან სომხური სამოციქულო ეკლესიის სახელით მადლიერება გამოთქვა სააკაშვილისადმი იმის გამო, რომ უპასუხა "უწმინდესის თხოვნას და საკითხი გადაწყვიტა.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ცვლილებათა მიღების ნეგატიურ შედეგებზე საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება". განცხადებაში ითქვა, რომ კანონი "წინააღმდეგობაში მოდის როგორც ქართული ეკლესიის, ასევე სახელმწიფოს ინტერესებთან" და მისი "ნეგატიური შედეგები სულ მალე გამოაშკარავდება." ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ამ კანონის წინააღმდეგ ის არის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიღებამდე საჭიროებს ფართო საზოგადოებრივ დისკუსიას და მოითხოვს კონსენსუსს.“ის იმაზე მიუთითებს, რომ ჩასწორებები მიღებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთივე სტატუსი მიეცემა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ სომხეთში. მელიქიანის დაჟინებული მტკიცებით, ქართული ეკლესიისთვის სომხეთში რეგისტრაციასთან დაკავშირებული არავითარი დაბრკოლება არ არსებობს. "საქართველომ არაერთხელ წამოჭრა ეს საკითხი, მათ შორის უწმინდესის საქართველოში ვიზიტის დროს,“- განაცხადა მელიქიანმა, - თავის საჯარო გამოსვლაში…გარეგინ მეორემ თქვა, რომ ქართულ ეკლესიას, საქართველოს მართლმადიდებელ საზოგადოებას სომხეთში რეგისტრაციასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ აქვს, რადგან სომხური კანონმდებლობა უზრუნველყოფს ყველა პირობას და შესაძლებლობას. უწმინდესი მზადაა, გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი რეგისტრაციის განსახორციელებლად".

"რადიო თავისუფალი ევროპა", სომხეთი