ფოტოგრაფები გაათავისუფლეს... - კვირის პალიტრა

ფოტოგრაფები გაათავისუფლეს...

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული სამი ქართველი ფოტოგრაფი 45-წუთიან სასამართლო პროცესზე დამნაშავეებად ცნეს, მაგრამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს.

სასამართლო დარბაზიდან გამოსულ ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძეს და გიორგი აბდალაძეს კოლეგები და თვალცრემლიანი ნათესავები შეხვდნენ. ფოტორეპორტიორებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მოსამართლე ზვიად ესებუამ გიორგი აბდალაძეს და ირაკლი გედენიძეს 4-4 წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ქურციკიძეს - სამი, გედენიძის მეუღლეს, ნათია გედენიძეს "ჯაშუშობის ხელშეწყობისთვის" წელიწად-ნახევარი. სასჯელის ეს ვადები ძალიან ცოტაა ჯაშუშობის ბრალდებისათვის, ასევე არ შეესაბამება გამომძიებელთა განცხადებებს, რომ ქურციკიძე ჯგუფის ლიდერი იყო.

პროკურორები ადრე აცხადებდნენ, რომ ბრალდებულთა საქმე სასამართლოში 1-ელ სექტემბერს განიხილებოდა, ამიტომ პარასკევის შეთანხმება და სასამართლო პროცესის კანონიერება კითხვებს ბადებს.

"მთავრობამ წააგო, ბრალეულობის დამამტკიცებელი მტკიცე საბუთი ვერ მოიპოვა და ამიტომაც იჩქარა", - ამბობს ადვოკატი ეკა ბესელია.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, -ალბათ ფოტოგრაფებმა იმდენი საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს ძიებას, რომ თავისუფლება ამით მოიპოვეს.

"ვაშინგტონ პოსტი", აშშ