ფილმი ომსა და სიყვარულზე - კვირის პალიტრა

ფილმი ომსა და სიყვარულზე

რეჟისორმა ჯანიკ ფაიზიევმა ("ადმირალი", "თურქული გამბიტი") დაასრულა ფართომასშტაბიანი პროექტის, "აგვისტოს რვის" გადაღება. ფილმში მოთხრობილია, თუ როგორ გადაწყვეტს ახლახან ქმართან გაშორებული მოსკოველი ქალი თავისი სიყვარულის დაბრუნებას, რისთვისაც მამასთან, ცხინვალში, გზავნის 7 წლის შვილს. მაგრამ იქ ომი იწყება და ქალიც ქმარ-შვილის დასახმარებლად გარბის.

- ფილმში ძალიან ბევრი ბატალური სცენა, სპეცეფექტი, კასკადიორული ნამუშევარია. ბატალური სცენების უმეტესობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გადაიღეს. გამოყენებულია 30-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა: შვეულმფრენები, ტანკები, ბეტეერები. მასობრივ სცენებში მონაწილეობენ 1500 სამხედრო და 3 ათასი ადგილობრივი მცხოვრები. ჩვენ ბევრი კომპიუტერული ეფექტი და გრაფიკა გვაქვს - სამგანზომილებიანი, ანიმაციური, ისეთი რამეები, რაც ჩვენამდე არავის გაუკეთებია, - თქვა ფაიზიევმა.

ეს ფილმი სოციალურად მნიშვნელოვან პროექტად იყო მიჩნეული, სახელმწიფოს დაკვეთა გახლდათ და ამიტომაც კინოს თანადგომის ფონდმა დააფინანსა. ფილმის ბიუჯეტია - 16 მლნ დოლარი. პრემიერა 2012 წლის 20 თებერვალს შედგება.

"რია ნოვოსტი", რუსეთი