ერთობლივი დეკლარაცია - კვირის პალიტრა

ერთობლივი დეკლარაცია

29-30 სექტემბერს, ვარშავაში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდავეთისა და უკრაინის სახელმწიფოთა მეთაურებმა, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ორდღიანი მსჯელობის შემდეგ შეიმუშავეს დეკლარაცია, სადაც ნათქვამია, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით მიღწეულია პროგრესი.სამიტის მონაწილენი მიესალმებიან საქართველოსთან ვიზების გამარტივების საკითხის გადაწყვეტას, მხარს უჭერენ საქართველოსთან სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

დეკლარაციაში კვლავ დადასტურებულია, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობამ" შემდგომშიც უნდა შეუწყოს ხელი სტაბილურობასა და მრავალმხრივი ნდობის განმტკიცებას, პარტნიორ ქვეყნებში კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებას. დეკლარაციაში სამიტის მონაწილეები მიესალმებიან სამხრეთ კავკასიის საქმეებისა და საქართველოს კრიზისის მოსაწესრიგებლად ევროკავშირის ახალი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომდევნო სამიტი 2013 წელს გაიმართება.

"რეგნუმი", რუსეთი