საქართველო კომპრომისზე მიდის - კვირის პალიტრა

საქართველო კომპრომისზე მიდის

როგორც ჩანს, 18 წლის მცდელობის შემდეგ, მოსკოვი მიუახლოვდა წარმატების ზღვარს და შეიძლება გაწევრდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო).

საქართველოს წინააღმდეგობა - პოლიტიზებული პოზიცია, რომელიც თბილისმა ორ ქვეყანას შორის სამხრეთ ოსეთის ირგვლივ გაჩაღებული ომის შემდეგ დაიკავა, ის ბოლო დაბრკოლება იყო, რაც ხელს უშლიდა რუსეთის მსო-ში გაწევრებას.

გასულ კვირას ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ ის დათანხმდა შვეიცარიელი შუამავლების კომპრომისულ წინადადებას, რომელიც შესაძლებელს გახდის ვაჭრობაზე საერთაშორისო მონიტორინგის დაწესებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სადავო საზღვრებზე. ახლა ეს წინადადება რუსეთმა უნდა გაიზიაროს. "რუსეთის ფედერაციას შეუძლია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდეს იმ პირობით, რომ ამ წინადადებას ისიც დათანხმდება", - განაცხადა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შესახებ კი დასძინა, რომ "ოფიციალურ თბილისს სავსებით გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ამ მოლაპარაკებებზე ვერ გადაწყდებოდა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციის საკითხი"".

რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას ამ წლის ბოლომდე იმედოვნებს. მსო-ს მინისტერიალი დეკემბრისთვის იგეგმება. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ შეთანხმება შესაძლოა მომავალ წლამდე გადაიდოს და ის მაშინ გაფორმდეს, როდესაც ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტად დაბრუნდება.

"გარდიანი", დიდი ბრიტანეთი