30-09-2013
მზემ გამოიხედა თუ არა, ენვერ რამიშვილმა თოხი ალესა და ყანაში გავიდა. უეცრად თოხი რაღაცას წამოედო. მან თოხი დაუნაცვლა, მაგრამ პირი ისევ რაღაცას წამოედო - ნეტავ, რა ჯანდაბა დაეტაკაო და ის რაღაც ხელით მოსინჯა - თიხის ჭურჭელი აღმოჩნდა, ერთი შეხედვით ჭურს ჰგავს, მაგრამ მის მამა-პაპას მიწაში ჭურები რომ ჰქონოდა ჩაყრილი, ამას რა დაავიწყებდა. მოკლედ, კაცმა თოხი მიაგდო და ოზურგეთის მუზეუმში წავიდა, იქიდან კი თავის ყანაში მუზეუმის დირექტორთან ერთად დაბრუნდა. გიორგი ტრაპაიძე,

- რატომ, გურულები სხვებზე მდიდრები იყვნენ-მეთქი? გაეცინა, - ქართველების კუდაბზიკობას ვინ რას გაუგებს? მდიდრული სამარხები იქნებ იმ დროშიც წამხედურობით კეთდებოდა და გურული ჭირისუფლებიც ერთიმეორის მიყოლებით ტყავდებოდნენ!..
მზისფერმა სარკოფაგებმა სევდით შემიპყრო - კაცი მიდის, მაგრამ სიყვარული არა, ვინ იცის, ვისთან დარჩა სარკოფაგების ბინადართა სიყვარული! ისე, სამარხები რომ არ ყოფილიყო, არც ფარაონების სიყვარულზე გვეცოდინებოდა რაიმე და არც ასურეთის მეფეების სევდაზე და არც კოლხ-იბერიელებზე. მაგალითად, კახეთში, ძვ.წ. IV საუკუნიდან მიცვალებულს ქვევრსამარხებში კრძალავდნენ. ისე, ლოგიკური არ არის? კახელ კაცს ვითომ იმ ქვეყნად ყოფნაც რატომ უნდა ნდომებოდა უქვევროდ?!
სხვათა შორის, სიმდიდრით ტკბობა არმაზისხევის, მცხეთის, ბაგინეთის, ახალგორისა და წინწყაროს სამარხებშიც ჩანს - აქ, დიდებულ აკლდამებში, ძვირფასი ქვის სარეცლებზე დასვენებულთ მდიდრული სამკაულები ამშვენებდა.
და მაინც... არის სიკვდილი და არის სიცოცხლე. არის უნაპირო სევდა მათი გაყრისას. მე ამ სევდაში ყველაზე ნატიფს ხშირად ვიხსენებ - 18 წლის ასაკში გარდაცვლილ ტუტანხამონს მზეთუნახავმა ცოლმა ღიღილოები რომ ჩააყოლა საფლავში და 3 000 წელი ფერშეუცვლელად რომ ეწყო. თითქმის 7 000 ნივთი იყო აკლდამაში, მათ შორის ოქროს ნიღაბზე გამოსახული ფარაონის მწუხარე სახე, მაგრამ ოქროზე აღბეჭდილი სევდა ახლოსაც ვერ მივიდოდა იმ ღიღილოების სევდასთან - მათში ნამდვილი სიყვარული იყო! იქნებ ამ სარკოფაგებმაც შორეული გურულების სიყვარულის სევდა შემოგვინახეს...
უძველეს კოლხეთში 70-მდე ქართული წარმოშობის ტომი შედიოდა, მეგრელები ამ ტომებიდან ერთ-ერთი იყო.
P.S. ჯერ ქართველი ვარ და მერე ვარ კახელი
10 ოქტომბერი 2013 20:09
------------------------------------------------
მაქსიმე ბერძნიშვილი ,, ქალაქ ფაზისი ისტორიისთვის" 1969 წ გამოცემა . გვერდი 51 .
ძველი ბერძენი მკვლევარები, ისტორიკოსები და მოგზაურები ამაზე საუბრობენ , და პირდაპირ წერენ რომ კოლხებს თავისი დამწერლობა აქვთ, და ისინი ამ დამწერლობას პრაქტიკულ ხმარებაში იყენებენ. ( სამანძილო კირბები). სამწუხაროდ ეს ინფორმაცია არ ხვდება მეცნიერების შესწავლის საგანი. ჩემთვის გაუგებარია რა მიზეზით. ეს ხომ ყველა ცვენის საერთო საგანძულია. თუ ეს მართალია მაშინ სომხების პირველობა ამ ნაწილში გაიფანტება.
ადმ .არ დაბლკ.