"ღარიბაშვილს გაცილებით ადრე უნდა დაეტუქსა გუბერნატორები, მერები და გამგებ­ლები"
16-03-2015
"ღარიბაშვილს გაცილებით ადრე უნდა დაეტუქსა გუბერნატორები, მერები და გამგებ­ლები"
"ცუდი საკადრო პოლიტიკა ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა ხელისუფლებას"

გასულ კვირას ირაკლი ღარიბაშვილი მერებს, გუბერნატორებსა და გამგებლებს შეხვდა და მათ იმ ხარვეზებზე მიუთითა, რაც სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ადგილობრივი ბიზნესისთვის ხელშეწყობა და ე.წ. ქამრების შემოჭერა დასახელდა.


თამაზ ბაკურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე:
"გამგებლები სრულიად უუნ­არონი,­ გუბერნატორები კი უფუნქციონი აღმოჩნდნენ. მათ ისიც კი არ იციან, რა უფლებამოსილება აქვთ მსგავს­ სიტუაციებში. დამოუკიდებელი ინიციატივის გამოჩენა­ ყოვლად წარმოუდგენელ ამბად ითვლება. ამგვარად, რეგიონებში
სისტემა ჩამყაყდა!
ღარიბაშვილს გაცილებით ადრე უნდა დაეტუქსა გუბერნატორები, მერები და გამგებ­ლები. პრემიერ-მინისტრის რეაქციამ დაიგვიანა."

- იქნებ დააზუსტოთ მიზეზები, რამაც ასეთი რთული სიტუაცია შექმნა?
- მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მეტწილად საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად წარადგინა თვითმმართველობის მუნიციპალიტეტებში პირველი პირების კანდიდატები. საბოლოოდ მივედით ცუდ საკადრო პოლიტიკამდე, რაც ბუმერანგივით უკან
დაუბრუნდა ხელისუფლებას. ნეპოტიზმს თანამდებობის­ პირები უცნაურად ამართლებენ. მაგალითად, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ აბაშიძემ იმ ბრალდებას, რომ შვილი, ბულბული აბაშიძე, ჯანდაცვისა და სოციალური განყოფილების უფროსად დაასაქმა, ადგილობრივ სატელევიზიო ეთერში ასე უპასუხა­: კი, ბულბული აბაშიძე ჩემი შვილია, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრი არ არის, ის არის გათხოვილი ჯორბენაძეზე და მისი ოჯახის წევრიაო(?!).

გამგებლებმა ხალხთან ურთიერთობა არ იციან... შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში მიმდინარე მშენებლობამ პრობლემები შექმნა. მიწისქვეშა აფეთქებებმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა,­ კედლებს ბზარები გაუჩნდა. ამის გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და შუახევის გამგებელი მოსახლეობას შეხვდნენ, მაგრამ როგორც კი ხალხმა პრეტენზია გამოხატა, ჩასხდნენ მანქანებში და უკანმოუხედავად გაიქცნენ.
ანალოგიური სიტუაცია იყო გონიოში - სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2008 წელს 271 ოჯახს მიწები აჩუქა, მერე კი, როცა არჩევნებში გაიმარჯვა, ისევ წაართვა... მოსახლეობა იმ დღიდან იბრძვის. აქციები რომ მოაწყვეს, ადგილ­ობრივი ხელისუფლების წარმომადგენლე­ბმა­ იკადრეს ხალხთან შეხვედრა, მაგრამ რამდენიმე წუთიც ვერ გაძლეს და გაიქცნენ.

გამგებლები ნებართვას მუდმივად ზემდგომისგან ელოდებიან.
ზოგჯერ კი ამ "ზემდგომის" უფლებამო­სილებაც გაურკვეველია. ახლახან­ დამიკავშირდა სოფელ განთიადიდან ოჯახი, რომელიც 2012 წლის დეკემბერში მიწისძვრით დაზარალდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა არჩილ ხაბაძეს პრობლემის მოგვარება დაავალა. ხაბაძემ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს უბრძ­ანა საკითხისთვის ყურადღება მიექ­ცია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრ­ალური ბიუჯეტიდან ფულის მოთხოვნა გაუჭირდა. არც ცენტრალურ ხელისუფლებაში აღმოჩნდა ვინმე, თანხის გადარიცხვას რომ ხელს მოაწერდა. Mმოკლედ, გადაწყვეტილების მისაღებად პასუხისმგებლობა ვერავინ აიღო და დაზარალებულმა ოჯახმაც მოჯადოებულ წრეზე უშედეგოდ იარა...  
გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი: "თვითმმართველობის მუნიციპალიტეტების­ პირველი პირები ვერ გრძნობენ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას. მათ უფრო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვთ მათ წინაშე, ვინც ისინი თანამდებობებზე მოიყვანა. ამას ემატება კადრების დაბალი კვალიფიკაცია. ჩავატარეთ გამოკითხვა ორი მუნიციპალიტეტის გამგეო­ბაში, თანამდებობის პირებს დავუსვით იმაზე უფრო მარტივი შეკითხვები, ვიდრე კონკურსის წესით მიღებულ თანამშრომლებს მოეთხოვებოდათ და ვერ გვიპასუხეს.

გამგებლის მოადგილემ, საკონკურსო კომისიის წევრებმა, ხელმძღვანელებმა, რომლებიც განკარგავენ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ან შეხება აქვთ სამართლებრივ საკითხებთან, არ იციან, მუნიციპალიტეტი არის თუ არა იურიდიული პირი და რა სახის იურიდიული პირია, როდის­ მიიღეს­ საქართველოს კონსტიტუცია და სხვ. ამიტომ არა მგონია, მათ ბიუჯეტის ხარჯზე სმა-ჭამას მოუკლონ მას შემდეგ, რაც პრემიერმა ქამრების შემოჭერა დაავალა".

ინგა ქარდავა, სენაკის საკრებულოს თავისუფალი წევრი: - რომელ ქამრების შემოჭერაზეა ლაპარაკი?! ახლახან სენაკის გამგეობის სახელფასო ფონდი 272 ათას ლარამდე გაიზარდა. სენაკის მუნიციპალი­ტე­ტის გამგებლის ხელფასი 2.650 ლარით­ განისაზღვრა, პირველი მოადგილისა - 2.200 ლარით, მეორე მოადგილის 1>.700-ით და ა.შ. ამასთან, ყოველთვიურად ხელფ­ასის ოდენობის პრემიებსაც იღებენ.

სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ­ თავისი ძმების,­ თამაზ და სოსო დგე­ბუაძეე­ბის კომპანიებს პირდაპი­რი შესყიდვის გზით გაუფორმა ხელშ­ეკრულებები სოფლის მხარდა­ჭერის პროგრამის ფარგლებში სამ­უშაოების შესრულებაზე.

სოსო დგებუაძემ 2014 წლის 14 მაისს დაარეგისტრირა შპს "სენ კაპიტალი", რომელსაც გამგებელმა 28 მაისს ხელშეკრულება "ძმურად" გაუფორმა. ცხადია, სამუშაოებიც უხარისხოდ შესრულდა, რადგან "სენ კაპიტალს" გამოცდილება არ ჰქონდა ამ საქმეში. უფრო ადრე კი სენაკის გამგ­ებელმა წყალდიდობის დროს სარეაბილი­ტაციო სამუშაოები თავისი ძმის, თამაზ დგებუაძის ცოლის ძმისშვილის სახელზე დარეგისტრირებულ შპს "ბალავარს" შეასრულებინა. დღეს შპს "ბალავრის" 100%-იანი წილის მფლობელი თამაზ დგებუაძის ცოლი, ნანა ხარებავაა, თავად თამაზ დგებუაძე კი ამ კომპანიის დირექტორია.­
sofelo
21 ნოემბერი 2015 22:56
კარგი რამ არც ჭიათურა= საჩხერეში ხდება.=მამიდაშვილები ბიძაშვილები= დეიდაშვილები= კურსელები=კლასელები იმათი ისინი-ისინი დაა კიდევ ისინი. არავინ არ დაეძებს და კითხულობს ვის რა განათლება ააქვს. ორღობის უნივერსიტეტი ვინც დაამთავრა ის წამოსკუპდა კარგად შემოსავლიან ადგილზე.და ვინც მართლა უნივერსიტეტი დაამთავრა ის უმუშევარია.მახსენდება გიორგი სააკაძის სიტყვები,,კარგსაც და ცუდსაც ერთი ფასი ჰქონია აქა,, ასეა დღე საქართველოში. უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ. ვაი საცოდავო საქართველო.გადავიღალეთ ამდენი ტყუილებით გვიშველოს ვინმემ.

რედაქტორის რჩევით