"სტალინის ბრძანებას წინ ვინ დაუდგებოდა, ავიკრიფეთ და მარნეულის გზას დავადექით"
20-04-2015
"სტალინის ბრძანებას წინ ვინ დაუდგებოდა, ავიკრიფეთ და მარნეულის გზას დავადექით"
"ჭკვიანური იყო აქ ჩამოსახლება, იმ მთებში, ხრიოკ მიწაზე ვერაფერი მოგვყავდა, აქ ოღონდ ხელი გაანძრიე და კაცი ფეხზე დადგები"

ზოგჯერ აზერბაიჯანული სოფლების დანახვაზე ისეთი განცდა მეუფლება, რომ შურადაც ჩამითვლიან, - მარნეულში მიწის ყოველი გოჯი მოვლილი­ აქვთ.  ქართული სოფლების ბაღ-ბოსტნებში კი დიდიან-პატარიანად გამოფენილი ოჯახები იშვიათად მინახავს. სამაგიეროდ, ქართულ სოფლებში სახლის კარ-ფანჯრებზე აკრულ ჯვარედინ ფიცრებს ხშირად ნახავთ.

მარნეულიდან ქართველმა­ მძღოლმა წამ­ო­­მიყვანა სატვირთო მანქანით,­ - მდინარე ხრამი კალაპოტიდან ამოვარდა და დამბებს­ ვაკეთებთო. რამ დაგანაღვლიანაო,
მკითხა. გულისტკივილი გავუზიარე. ახლა სოფელ წერეთელს ჩავუვლით - აქ 1953-ში სტალ­ინმა საჩხერის რაიონიდან ხალხი ჩაასახლა. ჩადი, გაიარ-გამოიარე და გუნებაზე მოხვალო. მეც "კამაზიდან" ჩამოვხტი და წერეთლისკენ მიმავალი ტრასა გადავჭერი... ასე მოვხვდი სოფელში, და საითაც არ გავიხ­ედე, ყველგან დამუშავებულ მიწას ვ
კიდე თვალი, ტრასის ორივე მხარეს ჩამწკრივ­ებულ სახლებს კი კოპწია ეზოები ამშვენებდა. ამასობაში ერთი სახლის ჭიშკარში მოხუცი გამოჩნდა - ბებო, ამ სოფელში გარეთ რატომ არავინ არის-მეთქი. - რა დროს გარეთ ყოფ­ნაა, გაზაფხულის სამუშაოებია. რა შუა გზაზე მელაპარაკები, შინ შემოდიო, შემიპატიჟა მოხუცმა.

ვერ შევყევი: ამ გზაზე კიდევ გამოივლის ხალხი და მინდა ისინი ვნახო, ვინც ეს სოფელი ცარიელ ქვაზე ააშენ-დაამშვენა-მეთქი.

- მართლა ცარიელ ქვაზე ავშენდით, - მითხრა ციალა ბებომ და მოყოლა დაიწყო: - საჩხერის მწვერვალზე მთიანი სოფელია, ჩონთო. იქიდან ვარ. ასე, 15 წლის ვიყავი 53-ში. მამა შინ მოვიდა, ბუხართან წალდი დააგდო და დედას უთხრა, - მოემზადე, სტალინის ბრძანებით გვასახლებენო. დედ­აჩემმა ლოყაზე შემოიკრა ხელი. მამამ დაამ­შვიდა - მარნეულში ჩვენთვის უკვე გამზადებულია სახლ-კარიო! არ უნდოდა წამოსვლა, მაგრამ სტალინის ბრძანებას წინ ვინ დაუდგებოდა. ასე ავიკრიფენით, დავყარეთ ყველაფერი მანქანაზე და წამოვედით. ზოგმა სასიმინდე და ბეღელი დაშალა და წამოიღო, - იქ დავდგამთ და რომ შევხედავთ, ჩვენი ეზო-კარი გაგვახსენდებაო.

- ანუ არ გინდოდათ წამოსვლა?

- უფალი რომ ციდან სამოთხეს ჩამოგიდგამს, მისი დატოვება ძნელია.
ასე ჩამოვსახლდით... მარნეულელი აზერბაიჯანელები მიწურებში დაგვხვდნენ - ასეთი ცხოვრების წესი ჰქონდათ, მიწას ამოჭრიდნენ, ზემოდან გადახურავდნენ და იქ ცხოვრობდნენ პირუტყვთან ერთად. ჩვენ სოფლებში მშვენიერი ოდები გვედგა, მაგ­რამ აქაც საიმედო სახლები დაგვახვედრეს. წელში რომ გავიმართეთ, მერე დავშალეთ, თორემ თავის დღეში არ დაინგრეოდა. ახლა სოფელში, სადაც 700 ოჯახი ვცხოვ­რობთ, მარტო 2 კაცს დარჩა სტალინის ის სახლი...

- დამკვიდრებას ალბათ ნაყოფიერმა მიწამაც შეუწყო ხელი.

- მართლაც ძალიან ბარაქიანი მიწაა, თესლი გინდა ხელუკუღმა გადააგდე, ­წაღმა ამოვა. ამ მიწის ხათრით და სიყვარულით დავრჩით უმეტესობა, ზოგმა ვერ გაძლო და უკან წავიდა - ჩემს ფუძეზე უნდა მოვკვდეო, - დაასრულა ციალა ბებომ და ამასობაში გზაზე კაცებიც გამოჩნდნენ, - საქმე მოეთავებინათ და შემოგვიერთდნენ.
კაკო ძინძიბაძე: - საჩხერის რაიონის სოფელ იცქისიდან ვარ. მამა დარდიანად იტყოდა ხოლმე, - არ გვინდოდა ეზო-კარის დატოვება, მაგრამ ძალა აღმართს ხნავსო. მერე მოაყოლებდა, - მაინც ჭკვიანური იყო აქ ჩამოსახლება, იმ მთებში, ხრიოკ მიწაზე ვერაფერი მოგვყავდა, აქ ოღონდ ხელი გაანძრიე და კაცი ფეხზე დადგებიო. 

- იმას თუ ამბობდა, რომ თქვენი­ ჩამოს­ახლებით ეთნიკური ბალანსი აღდგა.
- ამბობდა.
მარნეულში საჩხერელებმა 5 სოფელი­ ავაშენეთ. მაშინ ხალხი მთიდან ლაგ­ო­დ­ეხშიც ჩასახლდა და სოხუმშიც. ქართ­ულ მიწებზე ქართველი აღარ სახლობდა... მთა დაიცალა, მაგრამ სადაც­ ჩამოგვასახლეს, ისიც ხომ საქართველოა.
ახლა, ჩვენი სოფლელები თბილისში აღარ რჩებიან საცხოვრებლად - იქ სუნთქვა ჭირს, თუკი რამე დაგვჭირდა, ყველას მანქანები გვყავს... სიცოცხლეა აქ ყოფნა, იმიტომაც ვართ უკვე 12 000 კაცი.
ჩვენ ვინმეზე ნაკლები მარჯვენა გვაქვს?

...მითხრეს და გამიღიმეს, - ხომ მართ­ალს ვამბობთო. სულ თავი ვაქნიე - მართლები და ყოჩაღები ხართ-მეთქი. მერე ის სტალინური სახლი მოვინახულე, რომელიც ლილი შუბითიძეს შემორჩენია და კიდევ ერთხელ დავტკბი აწმყოთი - ამ სახლიდან­ დღემდე. და - ბარაქიანი საღამოთი: საძოვრიდან დაბრუნებული ნახირისა და ეზოში­ გამოშლილი ფრინველის ცქერით და მოწყენილობაც გამიქრა.
ეგუჯა
02 ივლისი 2018 00:50
მარნეულში არ ვიცი,მაგრამ აფხაზეთში ბერიამ ჩაასახლა რაჭველები.
ნუნუ მუმლაძე
11 აგვისტო 2017 12:21
ჩემი მარნეულის მტვერი მირჩევნია სხვა ქვეყნის სამოთხეს, მართლაც მადლიანი მიწაა თუ იშრომებ ორი მოსავალი მოდის
მიხარია ასეთი ძლიერი სოფლიდან რომ ვარ მე რუსთავში გავთხოვდი, როცა ცუდად ვგრძნობ თავს მივდივარ მარნეულშ ი ასე მგონოა ეს მიწა ძალას და ენერგიას მაძლევს უკან კარგად ვბრუნდები, ჩემი ტოლია ჩემი სოფელი წერეთელი.
Natia
11 აგვისტო 2017 00:59
Rogor mikvars chemi sofeli, iqis surneli. Madloba am statiis avtors. Martlac kargi sofeli gvaqvs weretel-orjonikidzee. Tbili da mshromeli xalxit.

რედაქტორის რჩევით