ნაკაშიძეების უნიკალური იარაღის კოლექცია - კვირის პალიტრა

ნაკაშიძეების უნიკალური იარაღის კოლექცია

ნაკაშიძეების ოჯახში ინახება ჩვენს წელთაღრიცხვამდე  V საუკუნით დათარიღებული ფეოდალური ხანის ქვის ბუხარი და რომანოვების ნაქონი პატარა შეშის ღუმელი

ზედა ბაღდათში, მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს ნაკაშიძეების საგვარეულო სახლი დგას. ერთ პატარა ოთახში უძველესი იარაღის კოლექცია ინახება. მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა დროს ამ გვარის წარმომადგენლებს ეკუთვნოდა. რამდენიმე ადგილას ჯაჭვებზე ქვაბებია ჩამოკიდებული, რაც შუაცეცხლის იმიტაციას ქმნის. აქ ხვდები, რომ წარსულში მოგზაურობა იწყება...

80 წელს მიღწეული მასპინძელი, შუქრი ნაკაშიძე პროფესიით ღვინის ინჟინერ-ტექნოლოგია. იარაღისა და ძველი ნივთების შეგროვება ახალგაზრდობაში დაიწყო. აქ ნახავთ როგორც ქართულ, ისე რომაულ, მონღოლურ, შვედურ და ფრანგულ იარაღს, შუა საუკუნეების მშვილდებს, შუბებს, ხანჯლებს, ხმლებს, დაშნებს, მეჩვიდმეტე საუკუნეში დამზადებულ ქართულ თოფებსა და დამბაჩებს.

შუქრი ნაკაშიძე: - ვფიქრობ, რომ გამიმართლა, რადგან წინაპრების ნაქონმა იარაღმა ჩემამდე მოაღწია. სკოლის დამამთავრებელ კლასში ვიყავი, როდესაც ამ იარაღით დავინტერესდი და ჩვენს მოგვარეებში დავიწყე მათი მოძიება. თითქმის ყველა სარესტავრაციო იყო. ჩემი წინაპრების ნაქონი აქ მხოლოდ თოფებია. მათგან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქართული კაჟიანი, იგივე ფილთა თოფი. საქართველოში პირველი თოფი მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში დამზადდა. ზუსტად სამი საუკუნის არის ეს კაჟიანი თოფიც, რომელიც ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაშიც არის შეტანილი. მისი კონდახის სიგრძე მეტრ-ნახევარია. რა მერქნით არის დამზადებული, დღემდე გამოსაკვლევია, თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ის რომელიმე მცენარის ფესვია. მას რვაკუთხედი ლულა აქვს.

- როგორ მოხვდა ეს თოფი თქვენთან?

- მამაპაპისეული სახლის სხვენზე შემთხვევით აღმოვაჩინეთ. მასთან ერთად რამდენიმე უნიკალური ხმალი და ხანჯალიც ვნახეთ. ასევე საინტერესოა ფისტონის მოკლე თოფი, რომელიც ჩვენს წინაპრებს ნაბდის ქვეშ დაჰქონდათ. აქვეა რამდენიმე კარაბინის თოფი და ასევე 32-კალიბრიანი, რომელიც მე-18-19 და მეოცე საუკუნეებით თარიღდება. აი, ეს სპარსული იარაღი ერთი საუკუნისაა. მასზე ეს პომპეუსის დროინდელი მახვილია და მხოლოდ ჩემს კოლექციაში ინახება სპარსული წარწერებია, ოღონდ - შესასწავლი. აქვეა ქართული დამბაჩა და გენერალ კონსტანტინე ლესელიძის ნაქონი "რაკეტნიცა". ყველაზე ძველი საბრძოლო იარაღი შუბის პირებია.

- შუბის პირები როგორღა მოხვდა თქვენთან?

- აქ ბევრი ადგილია მეწყრის შედეგად ჩამოშლილი. ძალიან მიყვარს თევზაობა და ნადირობა. შუბის პირები ერთ-ერთი ნადირობის დროს ასეთ ადგილას ვიპოვე. ჩემს კოლექციაში რამდენიმე ათეული ქარქაშიანი და უქარქაშო ხანჯალი და სატევარია. მათი დიდი ნაწილი ქართულია, რამდენიმე დაღესტნური და კაზაკურიც. თითქმის ყველას აქვს დამღა. რაც შეეხება ხმლებს, ერთ-ერთი გიორგი ნაკაშიძეს ეკუთვნოდა. ეს ის გიორგი ნაკაშიძეა, რომელიც რუსეთის სარდლობამ 1830 წელს, გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ, დროებით რწმუნებულად დანიშნა. თითქმის კილონახევარს იწონის. აღვუდგინეთ ქარქაში და დღეს მშვენივრად გამოიყურება.

ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო მაინც რომაული მახვილია. როდესაც პომპეუსმა დალაშქრა მცირე აზია და მათ შორის საქართველოში პირველი თოფი მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში დამზადდა. ჩემი წინაპრების ნაქონი აქ მხოლოდ თოფებია. მათგან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქართული კაჟიანი, იგივე ფილთა თოფი საქართველო, სწორედ ბაღდათის ხეობიდან შემოვიდა. ალბათ, გზადაგზა რომაელი ლეგიონერებიც იღუპებოდნენ და მათ იარაღთან ერთად ასაფლავებდნენ. ისტორიკოსები ამბობენ, რომ ეს მახვილი რომაელი მხედრის საბრძოლო აღჭურვილობის ნაწილია, რომელსაც  გლადიატორები იყენებდნენ. ასე რომ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას - ეს პომპეუსის დროინდელი მახვილია და მხოლოდ ჩემს კოლექციაში ინახება. ეს ნივთი ათი წლის წინ, ნადირობის დროს შემთხვევით აღმოვაჩინე ჩამონაშალ ქანებში. ამ იარაღთან ერთად, კოლექციაში მაქვს ერთი მშვილდი და რამდენიმე ისარი. მშვილდის ასაკი ზუსტად არ ვიცი, ისრები კი მე-11 საუკუნით თარიღდება.

სიუჟეტი იხილეთ Palitratv.ge-ზე

თორნიკე ყაჯრიშვილი