ქუთაისის უნივერსიტეტში მან-სან-კანის ფესტივალი დაიწყო - კვირის პალიტრა

ქუთაისის უნივერსიტეტში მან-სან-კანის ფესტივალი დაიწყო

16 ოქტომბერს დიდი ჟრიამული და მხიარულება გახლდათ ქუთაისის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში: უნივერსიტეტში მან-სან-კანის ფესტივალი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული ექვსი გუნდი მიიღებს.

თითოეული გუნდის მიერ წარმოდგენილი პროგრამა გახლდათ მეტად ორიგინალური, სახალისო და საინტერესო. დარბაზში დიდხანს არ შეწყვეტილა ტაში, ოვაცია და ხალისიანი განწყობა.

პირველმა დღემ ჟიურის გარეშე ჩაიარა- ყველა მონაწილეს მიეცა შემდგომ ეტაპზე გადასვლის საშუალება.

მომდევნო ტურებს კი კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და ფინალში საუკეთესოები წარადგენენ თავიანთ იუმორისტულ პროგრამას.

(R)