"New Holland“-ის 122 თანამედროვე ტრაქტორი და 25 კომბაინი ჯი-თი გრუპისგან - უახლესი ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში
01-03-2010
ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციის განვითარების საკითხი. რეგიონებში სოფლად არსებული მოძველებული ტექნიკა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას აფერხებს, ამიტომ სახელმწიფო სხვადასხვა ქვეყნის მიერ გამოყოფილი გრანტებისა და კერძო კომპანიების დახმარებით ცდილობს, ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დეფიციტი შეავსოს.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ტრაქტორები და კომბაინები, რომელთა საჭიროებას ნამდვილად განიცდის დღეს ქართული სოფელი, ხარისხიანი, გამძლე და მსოფლიოს თანამედროვე სტანდარტების იყოს. სწორედ ასეთ მოთხოვნებს პასუხობს კომპანია New Holland-ის წარმოებული სასოფლო-სამეურნეო
ტექნიკა, რომელიც მისმა ოფიციალურმა დისტრიბუტორმა ჯი-თი გრუპმა ცოტა ხნის წინ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაწოდა. პროექტი, რომლის მიზანიც საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა, იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

KvirisPalitra.Geარასაპროექტო გრანტის ფარგლებში 1.200.000.000 იენი, ანუ დაახლოებით 20 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. ტენდერი ბრიტანულმა კომპანია Grow Agents-მა ჩაატარა,
რომელიც თავის მხრივ უკვე მრავალი წელია მსგავსი ხასიათის პროექტებს ახორციელებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხსენებულ ტენდერში ჯი-თი გრუპმა და "ნიუ ჰოლანდმა" ტრაქტორებისა და კომბაინების ყველა ლოტში გაიმარჯვა, რადგან მათ მიერ შეთავაზებულ ტექნიკას მაღალი ხარისხი, საიმედოობა და კონკურენტუნარიანი ფასი გამოარჩევს. ტრაქტორებისა და კომბაინების ტენდერის გარდა, ჯი-თი გრუპმა ტრაქტორზე მისაბმელი ტექნიკის შესყიდვისთვის გამართული ტენდერის ლოტების აბსოლუტურ უმრავლესობაშიც მოიპოვა გამარჯვება. ჯი-თი გრუპმა უკვე მიაწოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ტრაქტორები, კომბაინები და 300-ზე მეტი ერთეული "აგრომასტერის" ბრენდის სხვადასხვა სახის ტექნიკა.

New Holland-ის წარმოების 122 თანამედროვე ტრაქტორისა და 25 კომბაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გადაცემის ერთგვარი ცერემონიალი და თავად ტექნიკის პრეზენტაცია ლოჭინის დასახლების მახლობლად გაიმართა. ფაქტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების შემოყვანა ხელს შეუწყობს და დააჩქარებს ქვეყანაში მექანიზაციის პროცესს და ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარებას. კომპანია New Holland-ის მიერ წარმოებული ტრაქტორებისა და კომბაინების პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ: სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, New Holland-ის მარკეტინგის დირექტორი მარკო რაიმონდო, ჯი-თი გრუპის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი გველესიანი, იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა, იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიტორიო სანდალი, სხვა ოფიციალური პირები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

ახალ, თანამედროვე ტექნიკას შპს "მექანიზატორი" განკარგავს, რომელსაც პირველ ეტაპზე ხუთი რეგიონული ოფისი ექნება: შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში. New Holland-ის ტექნიკა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ფერმერისთვის და თანაბრად გადანაწილდება რეგიონების მიხედვით. შპს "მექანიზატორის" მოვალეობებში შედის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურება, ტექნიკის შესყიდვა და რეალიზაცია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა (ფერმერთა) უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით, მათთვის კონსულტაციის გაწევა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში და ასევე ტექნიკის შეკეთება.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ინდუსტრიაში New Holland-ი გლობალური მოთამაშეა და FIAT Group-ის ნაწილია. ბრენდს აქვს ტრაქტორებისა და კომბაინების ყველაზე ფართო ასორტიმენტი. New Holland-ი აწარმოებს როგორც სპეციალიზებულ ტრაქტორებს ბაღებისა და ვენახებისთვის, აგრეთვე ვენახის კომბაინებს, რომლებიც მსოფლიო ბაზრის უპირობო ლიდერებად არის მიჩნეული.

New Holland-ი ჭეშმარიტად მსოფლიო ბრენდია, რომელშიც ინკორპორირებულია იმ კომპანიების ცოდნა და გამოცდილება, რომლებმაც სოფლის მეურნეობა მთელ მსოფლიოში შეცვალეს. New Holland-მა თავისი აქტივები იმგვარად ააგო, რომ მსოფლიოში უფართოესი სასოფლო-სამეურნეო მოწყობილობების ქსელი შექმნა, რათა მომსახურებოდა ყველა ბაზრისა და მომხმარებლის მოთხოვნებს.

შედეგად, კომპანიის სადისტრიბუციო ქსელი მთელ მსოფლიოშია გაშლილი და 3000 დილერს აერთიანებს. ისინი 160 ქვეყნის მომხმარებლებს უზრუნველყოფენ New Holland-ის ხარისხიანი პროდუქციითა და მომსახურებით, რაც მათი ფერმერული ბიზნესისთვის წარმატების საწინდარია. ინოვაციურობა, დინამიკურობა და მოქნილობა - ეს კომპანიის ძირითადი ღირებულებებია. New Holland-ის ბრენდი ბაზარზე არსებობის 100-წლიან ისტორიას ითვლის.
R
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?