აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ინფოტურებს განაგრძნობს - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ინფოტურებს განაგრძნობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ინფოტურებს განაგრძნობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ინფოტურებს განაგრძნობს.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან გვაცნობეს, ამჯერად სამდღიანი ვიზიტით ბათუმში 14 უკრაინელი ტუროპერატორი იმყოფება.

მათივე განმარტებით, ვიზიტისას სტუმრები გაეცნობიან აჭარის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, მოინახულებენ შავი ზღვისპირეთის სასტუმროებსა და ღირშესანიშნავ ადგილებს, დააგემოვნებენ ადგილობრივ კერძებსა და დააჭაშნიკებენ ქართულ ღვინოს.

"ურთიერთთანამშრომლობის დამყარების მიზნით, უკრაინელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდებიან. სტუმრები დაინტერესებულნი არიან საზღვაო, სამთო, კულინარიული და ღვინის ტურიზმით.

ბოლო წლებში უკრაინა აჭარისა და მთლიანად საქართველოს მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარი გახდა, სადაც აჭარა მუდმივად ახორციელებს სარეკლამო და მარკეტინგულ აქტივობებს როგორც უკრაინულ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობით, ასევე სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით.

უკრაინელი ტუროპარატორების ბათუმში ვიზიტი ხორციელდება ავიაკომაპანია YANAIR-ის მხარდაჭერით, რომელიც რეგულარულ ახორციელებს პირდაპირ რეისებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით", - აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

9 თვის განმავლობაში აჭარის რეგიონში 23 576 უკრაინელი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,5%-ით მეტია.