აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკრაინელ ჟურნალისტებს მასპინძლობს - კვირის პალიტრა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უკრაინელ ჟურნალისტებს მასპინძლობს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, 2-6 დეკემბერს, მორიგი მედიატური ტარდება.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან გვაცნობეს, საინფორმაციო ტურის ფარგლებში მოწვეულია 12 ჟურნალისტი უკრაინიდან, რომლებიც უკრაინის რეიტინგულ მასმედიას წარმოადგენენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ჟურნალისტები რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან, დაათვალიერებენ ბათუმის ღირსშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხესა და ქედის ღვინის სახლს. ასევე ეწვევიან ტურისტულ მეურნეობას, აჭარის სოფლად ტურიზმის გაცნობის მიზნით.

"ბოლო წლებში, უკრაინა აჭარისა და მთლიანად საქართველოს მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარი გახდა, სადაც აჭარა მუდმივად ახორციელებს სარეკლამო და მარკეტინგულ აქტივობებს როგორც უკრაინულ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობით, ასევე სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით", - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. მათივე ინფორმაციით, 2015 წლის 10 თვის განმავლობაში აჭარის რეგიონში 24 001 უკრაინელი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია.

უკრაინელი ჟურნალისტების ბათუმში ვიზიტი ავიაკომაპანია YANAIR-ის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც რეგულარულად ახორციელებს პირდაპირ რეისებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.