ლიტველი ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ - კვირის პალიტრა

ლიტველი ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ

ლიტველი ჟურნალისტები მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. წამყვანი ლიტვური ონლაინ და ბეჭდური მედიის 12-მდე წარმომადგენელმა, პრესტურის ფარგლებში, მირვეთის ექსტრემალური ველო და მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტებით ისარგებლეს, ისინი ადგილზე გაეცნენ გვარას ციხის, მაჭახელას ისტორიული თოფისა და ჩხუტუნეთის მუზეუმის ისტორიასა და კულტურას.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აჭარაში ოთხდღიანი ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ბათუმის ღირშესანიშნაოებები და ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. ჟურნალისტებმა ქედაში მახუნცეთის ჩანჩქერი და ისტორიულ თაღოვანი ხიდები დაათვალიერეს, ასევე ესტუმრნენ აჭარულ ღვინის სახლს, სადაც ადგილობრივი ღვინო და კერძები დააგემოვნეს.

”აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ლიტველი ჟურნალისტების პრესტურს ლიტვაში დაწყებული პიარ და მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში გაუწია ორგანიზება. დეპარტამენტი რეგიონში ლიტველი ტურისტების მოზიდვისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით 28-29 მაისს ვილნიუსში „აჭარის დღეებს“ უმასპინძლებს”, - აცხადებენ პრესსამსახურში.

R