მდინარე აბაშისწყალში დაღუპული მაშველის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

მდინარე აბაშისწყალში დაღუპული მაშველის ცხედარი იპოვეს

მარტვილის რაიონში უბედურ შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. მდინარე აბაშისწყალში 18 წლის მოზარდის გადარჩენას მაშველი ცდილობდა, სამწუხაროდ ორივე დაიღუპა. 8 ივლისს 18 წლის ბიჭის ცხედარი მდინარე აბაშისწყალმა გამორიყა.

დღეს კი, მარტვილის რაიონ სოფელ ბანძაში მდინარე აბაშისწყალში დაღუპული მაშველის, ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მაშველი საქართველოს წყალქვეშა ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსი იყო.

მარტვილის რაიონის გამგებლის ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, ცხედარი უკვე მდინარიდან ამოიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"