სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა - კვირის პალიტრა

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, 25 წლის ბეთხან ტოხოსაშვილი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, ის თავის უფროს ძმასთან ერთად სირიაში ორი წლის წინ გაემგზავრა.

"ხომ იცი, ხალხი ერიდება ამ თემაზე საუბარს. მხოლოდ ის ვიცი, რომ 25 წლამდე ასაკის იყო და ცოლი ჰყავდა. ორი წელი მაინც არის, რაც სირიაში წავიდა. მის ძმაზეც ამბობენ, იქ არისო, მაგრამ მე ზუსტად არ ვიცი. წუხელ გარდაცვლილა დაბომბვის დროს, როგორც ამბობენ. ფაქტი დასტურდება, რადგან ოჯახი სამძიმარს იღებს", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პანკისის ხეობის ერთ-ერთმა მკვიდრმა.