მყინვარწვერზე რუს მთამსვლელს ეძებენ - კვირის პალიტრა

მყინვარწვერზე რუს მთამსვლელს ეძებენ

მყინვარწვერზე მეორე დღეა რუს მთამსვლელს ეძებენ.

რუსი მთამსვლელი ქალი მყინვარწვერზე ორ ალპინისტთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მეხი ჩამოვარდა. ქალი გაუჩინარდა, ჯგუფის დანარჩენი ორი წევრი კი დაშავდა. ისინი მყინვარწვერიდან მაშველების დახმარებით უკვე ჩამოიყვანეს.

დაკარგული მთამსვლელი ქალის სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახური და ალპინისტთა ჯგუფია ჩართული.

"ინტერპრესნიუსი"