სამეგრელოში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სამეგრელოში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, „კამაზის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც კლდეს შეეჯახა და ამობრუნდა.  მასში სულ 11 ადამიანი იმყოფებოდა.

დაღუპულთაგან 2 ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი, 1 კი ჩინური კომპანიის წარმომადგენელია, რომელიც ხეობაში ხე-ტყის მოპოვების სამუშაოებითაა დაკავებული, ხოლო კიდევ 1 დაღუპული ადგილობრივი ტრაქტორისტი იყო.

რაც შეეხებათ დაშავებულებს, 2 ადამიანი, რომელიც ასევე სატყეო სააგენტოს თანამშრომელია, ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, დანარჩენებს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.