პურის საცხობში აფეთქების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
პურის საცხობში აფეთქების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ხულოში, საკუთარ პურის საცხობში მომხდარი აფეთქების შედეგად 64 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს, სახლის სარდაფში მოწყობილ საცხობში თონეს გასახურებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, დიდი წნევის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა და აფეთქდა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე 242-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული, რაც ფეთქებადსაშიშ საწარმოში ან საამქროში უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს,
რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები