აჭარაში განთავსების ადგილთა რაოდენობა 9%-ით გაიზარდა - კვირის პალიტრა

აჭარაში განთავსების ადგილთა რაოდენობა 9%-ით გაიზარდა

აჭარაში განთავსების ადგილთა რაოდენობა 9%-ით გაიზარდა. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, 2016 წელს აჭარას 1 526 საწოლი ადგილი შეემატა, რაც 9%-ით ზრდას გულისხმობს.

„რეგიონში მიმდინარე წელს გაიხსნა ისეთი ხუთვასკვლავიანი სასტუმროები, როგორებიცაა „კასტელო მარე“ და სასტუმრო „ეიფორია“. აღნიშნული პროექტებით რეგიონში 115 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. გარდა 5-ვარსკლავიანი სასტუმროებისა აჭარას შეემატა საშუალო და დაბალბიუჯეტიანი სასტუმროებიც, როგორებიცაა „ერა პალასი“, „მარსელი“ და სასტუმრო „მგზავრების“ ახალი შენობა გონიოში“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

მათივე თქმით, რეგიონში ყოველწლიურად მზარდი სასტუმრო ინფრასტრუქტურა ნებისმიერი გემოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობების ტურისტზეა გათვლილი. 2016 წლის მონაცემებით, აჭარაში 348 რეგისტრირებული განთავსების ობიექტი და 18 277 საწოლი ადგილია. მათ შორისაა ისეთი მაღალი კლასის სასტუმროები როგორებიცაა „შერატონი“, „რედისონი“, „ჰილტონი“, „დივან სუიტი“, „მარინა კოლიზეუმი“ და „ლეოგრანდი“. წლის ბოლომდე კი ბათუმში ორი მაღალი კლასის სასტუმროს -„პორტა ბათუმი“-სა და ყოფილი ფოსტის შენობაში სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლა იგეგმება. აღნიშნული სასტუმროები აჭარას დამატებით 500 განთავსების ადგილს შემატებს.

R