ქარელში საარჩევნო უბანთან ამომრჩეველი გარდაიცვალა
ქარელში საარჩევნო უბანთან ამომრჩეველი გარდაიცვალა
ქარელში არჩევნებზე მიმავალი მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზაზა ნადირაშვილმა განაცხადა, მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობისთვის 23-ე საარჩევნო უბანზე მიდიოდა, თუმცა მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.

ზაზა ნადირაშვილის ინფორმაციით, მოქალაქე მანამდე გარდაიცვალა, სანამ მას საავადმყოფოში გადაიყვანდნენ.

„მოქალაქე უბანზე შესული არ იყო, როცა მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია, სასწრაფომ თუ მოქალაქეებმა გადაწყვიტეს მისი საავადამყოფოში გადაყვანა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. ეს შემთხვევა მოხდა ხუდერის 23-ე საარჩევნო უბანთან“, - განაცხადა ქარელის საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარემ.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები