ქარელში საარჩევნო უბანთან ამომრჩეველი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ქარელში საარჩევნო უბანთან ამომრჩეველი გარდაიცვალა

ქარელში არჩევნებზე მიმავალი მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზაზა ნადირაშვილმა განაცხადა, მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობისთვის 23-ე საარჩევნო უბანზე მიდიოდა, თუმცა მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.

ზაზა ნადირაშვილის ინფორმაციით, მოქალაქე მანამდე გარდაიცვალა, სანამ მას საავადმყოფოში გადაიყვანდნენ.

„მოქალაქე უბანზე შესული არ იყო, როცა მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია, სასწრაფომ თუ მოქალაქეებმა გადაწყვიტეს მისი საავადამყოფოში გადაყვანა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. ეს შემთხვევა მოხდა ხუდერის 23-ე საარჩევნო უბანთან“, - განაცხადა ქარელის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.