ბათუმში ხმის მიცემის შემდეგ 80 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმში ხმის მიცემის შემდეგ 80 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმში, მაზნიაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე არსებულ 51-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი გარდაიცვალა.

80 წელს გადაცილებული მამაკაცი უბანზე ხმის მისაცემად იყო მისული. მან არჩევანი დააფიქსირა, კიბეზე ჩასვლის დროს კი შეუძლოდ გახდა და სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იყო გამოძახებული.

"ინტერპრესნიუსი"
nino
08 ოქტომბერი 2016 18:11
ვალი კი მოიხადა მაა ეტყობა ხმა ძალათ მიაცემინეს და მერე ინერვიულა და გაჰყვა კიდეც თან
ჯავახელი
08 ოქტომბერი 2016 16:45
ბაბუმ ერის და ქვეყნის წინაშე ვალი მოიხადა! ნათელში გამყოფოს უფალმა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები