ბათუმში ხმის მიცემის შემდეგ 80 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ბათუმში ხმის მიცემის შემდეგ 80 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, მაზნიაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე არსებულ 51-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი გარდაიცვალა.

80 წელს გადაცილებული მამაკაცი უბანზე ხმის მისაცემად იყო მისული. მან არჩევანი დააფიქსირა, კიბეზე ჩასვლის დროს კი შეუძლოდ გახდა და სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იყო გამოძახებული.

"ინტერპრესნიუსი"