ინკლუზიური ტურიზმის IV საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში
ინკლუზიური ტურიზმის IV საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში
დღეს, ბათუმში, ინკლუზიური ტურიზმის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია ტარდება. კონფერენციის მთავარი თემაა „ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის“. კონფერენციას ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის წევრები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ესწრებიან. ღონისძიებაზე იმყოფება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი.

კონფერენციის მიზანია ინკლუზიური ტურიზმისა და ადაპტირებული გარემოს უნივერსალური დიზაინის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ღონისძიებაზე განიხილება ინკლუზიური ტურიზმის ევროპული სტანდარტები და სტრატეგიული დოკუმენტები. ასევე, მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ინკლუზიური ტურიზმის წარმატებული შემთხვევები, მეთოდოლოგიები და მიმდინარე წელს ამ კუთხით არსებული სიახლეები.

კონფერენცია ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს, ქალაქ ბათუმის მერიის, ინკლუზიური ტურიზმის ცენტრის „პარსა“ და ინკლუზიური ტურიზმის ევროპული ქსელის „ენატი“ ორგანიზებით ხორციელდება.

R
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები