ქედაში მდინარეში ავტომობილის გადავარდნის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა, ქალი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი - კვირის პალიტრა

ქედაში მდინარეში ავტომობილის გადავარდნის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა, ქალი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ქედაში, სოფელ ცხმორისის გზაზე ავტომობილის მდინარეში გადავარდნის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა, ერთი ქალბატონი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ განუცხადა, სავარაუდოდ, მკვეთრ მოსახვევში შესვლის დროს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გავარდა.

"სამწუხარო ამბავი მოხდა. შუახევის მკვიდრები იყვნენ. მკვეთრ მოსახვევში შესვლის დროს, სამწუხაროდ, მდინარეში გადავარდნენ. ქალბატონი მდინარიდან ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების სამსახურმა ქედის საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო ორი მამაკაცი დაიღუპა. სამაშველო სამსახურმა ცხედრები მდიონარიდან ამოიყვანა", - აღნიშნა დავით დუმბაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ ადგილზე მანქანის გადავარდნის დაახლოებით 60 შემთხვევა იყო და ყველა გარდაცვალებით დასრულდა.