"ნაჯახებითა და რკინის კეტებით გაგვისწორდნენ" - რატომ სცემეს ჩინელებმა ქართველი მუშები ხარაგაულში?!
"ნაჯახებითა და რკინის კეტებით გაგვისწორდნენ" - რატომ სცემეს ჩინელებმა ქართველი მუშები ხარაგაულში?!
2 ნოემბერს, გვიან ღამით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული 4 ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. დაშავებული მუშები ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მუშები აცხადებენ, რომ წუხელ რამდენიმე ადგილობრივ მოსახლეს სოფლიდან შეშა ჩამოჰქონდა, „რა დროსაც მათ ჩინელები დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ“.

,,სოფლის მოსახლეობას ჩამოჰქონდა შეშა ტყიდან, რა დროსაც მათ ჩინელები დახვდნენ მანქანით და ცემა დაუწყეს. ჩვენ
გასაშველებლად მივედით და ნაჯახებითა და რკინის კეტებით გაგვისწორდნენ. რამდენიმეს თავში ჭრილობა აქვს მიყენებული და მძიმე მდგომარეობაშია"
, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა მუშამ გიორგი უსაძემ, რომელიც გუშინ ადგილზე იმყოფებოდა.

რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობის განახლებას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე მომხდარ ინციდენტს არ გამოიძიებენ.

როგორც მუშები აცხადებენ, საქმე
ცემის ფაქტზეა აღძრული, რასაც ისინი არ ეთანხმებიან.

მუშების თქმით, საქმე განზრახ მკვლელობად ასოცირდება, რადგან ჩინელები ცივი იარაღით წინასწარ იყვენენ შეიარაღებული. ისინი დანებითა და ნაჯახებით თავს დაესხნენ როგორც ადგილობრივებს, ასევე მშენებლობაზე დასაქმებულებსაც.

,,არ ვაპირებთ მუშაობის დაწყებას, ვიდრე არ იქნება აღნიშნული ფაქტი გამოძიებული. ჩინელებმა არაერთხელ მოგვაყენეს შეურაცხყოფა და უკვე თავს გაუვიდათ", - აცხადებენ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგზე დასაქმებული მუშები.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით







რუსა
16 აპრილი 2018 05:22
არცერთ ქვეყანაში არ არის ასეთი დაუცველი ერი, როგორც საქართველოში ქართველებია, ორი ნიგერიელის შეურაცხყოფის გულისთვის რა ამბავი ატეხეს და ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, ზვარეში ხალხი ლამის დახოცეს და ჩინელებს პასუხს არავინ სთხოვს რსტომ?სხვა ქვეყანაში ქართველს არავინ აძლევს უპირატესობას და საქართველოში ყველა ერი ბატონობს ქართველის გარდა, აი ჩვენი მთავრობის შედეგი.
Mar
04 ნოემბერი 2016 17:57
გამოდით ხალხო გარეთ ხმა ამოიღეთ, თორემ მერე ძალიან გვიანი იქნება, ყველას დეპორტაცია აუცილებლად, ნუ ჩავაკვლევინებთ თავებს და ნუ ჩაუყრით წყალში სისხლით მოპოვებულ და შენარჩუნებულ საქართველოს ჩვენს წინაპრებს, გაჩუმება ეხლა არის ჩვენი სამშობლოს ღალატი
lali
04 ნოემბერი 2016 16:41
დეპორტაცია ყველა უცხოელს .ვინც საქართველოს მოსახლეობაზე ძალადობს...ციხე მათ ,ვინც მიწების უცხოელებზე მიყიდვა დააკანონა..და ბოლოს--მთავრობა გადადგეს ,რადგან არ შეუძლიათ თავისი ქვეყნის მოსახლეობის დაცვა უცხოელი კრიმინალებისაგან

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა