"ნაჯახებითა და რკინის კეტებით გაგვისწორდნენ" - რატომ სცემეს ჩინელებმა ქართველი მუშები ხარაგაულში?!
"ნაჯახებითა და რკინის კეტებით გაგვისწორდნენ" - რატომ სცემეს ჩინელებმა ქართველი მუშები ხარაგაულში?!
2 ნოემბერს, გვიან ღამით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული 4 ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. დაშავებული მუშები ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მუშები აცხადებენ, რომ წუხელ რამდენიმე ადგილობრივ მოსახლეს სოფლიდან შეშა ჩამოჰქონდა, „რა დროსაც მათ ჩინელები დახვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ“.

,,სოფლის მოსახლეობას ჩამოჰქონდა შეშა ტყიდან, რა დროსაც მათ ჩინელები დახვდნენ მანქანით და ცემა დაუწყეს. ჩვენ
გასაშველებლად მივედით და ნაჯახებითა და რკინის კეტებით გაგვისწორდნენ. რამდენიმეს თავში ჭრილობა აქვს მიყენებული და მძიმე მდგომარეობაშია"
, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა მუშამ გიორგი უსაძემ, რომელიც გუშინ ადგილზე იმყოფებოდა.

რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულები მუშაობის განახლებას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე მომხდარ ინციდენტს არ გამოიძიებენ.

როგორც მუშები აცხადებენ, საქმე
ცემის ფაქტზეა აღძრული, რასაც ისინი არ ეთანხმებიან.

მუშების თქმით, საქმე განზრახ მკვლელობად ასოცირდება, რადგან ჩინელები ცივი იარაღით წინასწარ იყვენენ შეიარაღებული. ისინი დანებითა და ნაჯახებით თავს დაესხნენ როგორც ადგილობრივებს, ასევე მშენებლობაზე დასაქმებულებსაც.

,,არ ვაპირებთ მუშაობის დაწყებას, ვიდრე არ იქნება აღნიშნული ფაქტი გამოძიებული. ჩინელებმა არაერთხელ მოგვაყენეს შეურაცხყოფა და უკვე თავს გაუვიდათ", - აცხადებენ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგზე დასაქმებული მუშები.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით







მკითხველის კომენტარი (25)
რუსა
16 აპრილი 2018 05:22
არცერთ ქვეყანაში არ არის ასეთი დაუცველი ერი, როგორც საქართველოში ქართველებია, ორი ნიგერიელის შეურაცხყოფის გულისთვის რა ამბავი ატეხეს და ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ, ზვარეში ხალხი ლამის დახოცეს და ჩინელებს პასუხს არავინ სთხოვს რსტომ?სხვა ქვეყანაში ქართველს არავინ აძლევს უპირატესობას და საქართველოში ყველა ერი ბატონობს ქართველის გარდა, აი ჩვენი მთავრობის შედეგი.
Mar
04 ნოემბერი 2016 17:57
გამოდით ხალხო გარეთ ხმა ამოიღეთ, თორემ მერე ძალიან გვიანი იქნება, ყველას დეპორტაცია აუცილებლად, ნუ ჩავაკვლევინებთ თავებს და ნუ ჩაუყრით წყალში სისხლით მოპოვებულ და შენარჩუნებულ საქართველოს ჩვენს წინაპრებს, გაჩუმება ეხლა არის ჩვენი სამშობლოს ღალატი
lali
04 ნოემბერი 2016 16:41
დეპორტაცია ყველა უცხოელს .ვინც საქართველოს მოსახლეობაზე ძალადობს...ციხე მათ ,ვინც მიწების უცხოელებზე მიყიდვა დააკანონა..და ბოლოს--მთავრობა გადადგეს ,რადგან არ შეუძლიათ თავისი ქვეყნის მოსახლეობის დაცვა უცხოელი კრიმინალებისაგან
nuca
04 ნოემბერი 2016 16:40
მეტის გირსები ვარტ უპატრონო მტავრობის გადამკიდეე
lali
04 ნოემბერი 2016 16:33
ვეთანხმები ¨ბებაბუ¨-ს,უნდა მოხდეს მათი დეპორტაცია.მერე ყველა მოჯდება თავის ადგილზე.კანონი უნდა არსებობდეს ამისი.კეთილი ინებოს ჩვენმა მთავრობამ და მოაგვაროს ეს პრობლემა,თორემ შეიძლება საშინელება დატრიალდეს.
აბა,თქვენ იცით ეხლა გაამართლეთ ჩინელები და ქართველები ჩასვით ციხეში.
ელენე
04 ნოემბერი 2016 16:02
სირცხვილია, საქართველოში ქართველებს აღარ დაგვედგომება! შარშან რაჭაში ვიყავი მრავალძალის სალოცავზე. ნახევარი რაჭა ჩინელების ხელშია და მოსახლეობას არ აქვს ტერიტორიაზე შესვლის უფლება, საქონელს და წვრილფეხ პირუტყვს უხოცავენ თუ მათ ტერიტორიაზე მოხვდა. მთავრობამ რაღაც უნდა იღონოს თორემ ჩვენი გასამრავლებელი თაობა მონებათ მიდენება საზღვარგარეთ სამუშაოდ იქ ქორწინდებიან და იკარგებიან ჩვენთვის, მათ ადგილს კი თურქები, ჩინელები, არაბები, აფრიკელები და ათასი რჯულის ადამიანი იკავებს. ცოტა ხანში ქართველები წითელ წიგნში შესატანები გავხვდებით.
ჯავახელი
04 ნოემბერი 2016 14:14
ამაი სოფელ ამიერიდან საჩმორეთი ერქმევა (სასირეთი არის და კონკურენციას ვერ გაუწევს)
bebabu
04 ნოემბერი 2016 14:01
ქართველობაზე გაგიჟება არ ღირს, აი ჩინელმა თუ ვიღაცა სხვმა რა გვიქნაო, ეს საშიში თამაში გამოვა. აი კანონით უნდა მოხდეს იმ მოჩხუბარე კრიმინალი ჩინლებეის დეპორტაცცია ჩიონეთში, ან საიდან არიან. თუ არ არსებობს ეს კანონი, უნდა მოხდეს შესწორება კანონმედბობაში.

მოკლედ: ყველა მოჩხუბარი, მოკრიმინალო, ელემენტის დეპორტაცია უკან დაბრუნების უფლების ფარეშე.

ეს კანონი მოქმედებს ცივილიზებულ სამყაროში. და მანდ არაფერი დსკრიმინალური არაფერი არაა და უნდა მოხდეს ამ კანონის პრაკტიკაში გატარება.

ასევე ეხება ეს აზიელ სუტინიორებს, წამიკითხავს ინტერნეტში, თბილისის ბორდელებზე -სადაც ბეზპრედელია და კანონის სრული დარღვევა.
გიუ
04 ნოემბერი 2016 12:39
ქართველმა რომ უცხოელს გაღალდი აუფრიალოს განზრახ მკვლელობას ეგრევე მიაკრავენ. ამ ფაქტს რომელმა უნიჭომ უწოდა
ცემის ფაქტი. ამისთანა სამართალდამცავების ხელშია საქართველო.
ვაი საქართველო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
luxo
04 ნოემბერი 2016 09:59
"ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია," (ვაჟა)
ტყე გაგიყიდეს შვილებო, რაც საწყენია ძალიან. {ლუხო)

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?