ტყიბულის რაიონში ავარიისას 10 წლის ბავშვი დაიღუპა, მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა - კვირის პალიტრა

ტყიბულის რაიონში ავარიისას 10 წლის ბავშვი დაიღუპა, მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა

ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში ავარიას 10 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის დროს დაშავდა ასევე 35 წლამდე მამაკაცი, რომელსაც პირველადი დახმარება ტყიბულის საავადმყოფოში ჩაუტარეს, შემდეგ კი რეანომობილით ქუთაისში, წმინდა ნინოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გარდაცვლილი ბავშვი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

"ინტერპრესნიუსი"