აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ვარშავის ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ვარშავის ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ვარშავის 24-ე ტურისტულ გამოფენაზე „TT WARSAV” წარადგინა.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გვაცნობეს, გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად იყო წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების შესახებ მომზადებული სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გასცნობოდნენ და დეპარტამენტის წარმომადგენლისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია აჭარაში არსებული ტურიზმის სახეობების შესახებ.

ვარშავის ტურისტული გამოფენა ერთი-ერთი მაშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, სადაც მიმდინარე
წელს 40-მდე ქვეყნის 1200-ზე მეტი ტურისტული კომპანია თუ ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ორგანიზაცია მონაწილეობს. ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოფენის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გამართეს პიარ კომპანიებისა და ავიკომპანიების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით.

„მსგავს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა კიდევ ერთი შესაძლებლობაა დეპარტამენტისთვის რეგიონს გაუწიოს პოპულარიზაცია და დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები
სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც მსგავს გამოფენებში მრავლადაა წარმოდგენილი. მიმდინარე წელს, დეპარტამენტმა მთლიანობაში 16 ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის რეგიონი წელს პირველად იყო წარმოდგენილი დუბაის, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ტურისტულ გამოფენებზე. ახალი ბაზრების მოსინჯვა აუცილებელია იმის გასაანალიზებლად თუ სად ღირს რეგიონის რეკლამირება და სად არა. რაც შეეხება პოლონეთს, ვიზიტორების რაოდენობა ამ ქვეყნიდან საქართველოში მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყანას 41, 926 პოლონელი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, რაც 5,5-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა.

R
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა