ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა - კვირის პალიტრა

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქალაქის ჰიდროგრაფიულ სამსახურში განუცხადეს.

სინოპტიკოსების იფორმაციით, ამ დროისთვის აღმოსავლეთის ქარის სიჩარე 12-17 მ/წმ-ს აღწევს, დროგამოშვებით 21-23 მ/წმ დაქროლვით.

მათივე თქმით, ზღვის ღელვა კი 2-დან 3 ბალამდე ფიქსირდება, თუმცა ხვალ ღამის საათებში 4 ბალამდე მოიმატებს და 14 თებერვლამდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +10 გრადუსს მიაღწევს.

"ინტერპრესნიუსი"