მორბენალმა სტრიქონმა დაღუპა
12-10-2009
ნინოს და გოგას დიდი ხანია მოსწონდათ ერთმანეთი. გოგა თბილისის პრესტიჟულ უბანში ცხოვრობდა, სიმპათიური კაცი იყო და ბევრი ქალი შენატროდა. ძალიან
გაუხარდა ნინოს, გოგამ მის მიმართ ინტერესი რომ გამოავლინა. ყველანაირად ცდილობდა, მისთვის თავი მოეწონებინა. ერთ დღეს ნინო შინ ერთ-ერთ არხზე გასართობად მორბენალ სტრიქონებს კითხულობდა. ერთმა რეკლამამ მისი ყურადღება მიიქცია: "ვმკურნალობთ ენურეზს, შიდა ქალის წნევას, კუჭის წყლულს და ა.შ." - აცხადებდა რომელიღაც ფირმა. მოგეხსენებათ, მორბენალ სტრიქონებში გრამატიკულ შეცდომებს ყურადღებას დი
დად არ აქცევენ და "ენურეზის" შემდეგ სასვენი ნიშნის დასმით, როგორც ჩანს, თავი არ შეიწუხეს. ამიტომაც, სრულიად ლოგიკურად, ნინოს "ენურეზი" შიდა  ქალის წნევის სამედიცინო სახელწოდება ეგონა. ნინოს შიდა ქალის წნევა ბავშვობიდან აწუხებდა, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა. მოკლედ იმ დღეს პაემანი რესტორნით გაგრძელდა. ცოტა ხნის შემდეგ ნინოს თავი ასტკივდა და წამალი
დალია.
- რა დაგემართა? - ჰკითხა გოგამ. ნინომ იფიქრა,  აჯობებს, სამედიცინო ტერმინით ვუპასუხებ, უფრო განათლებული გამოვჩნდებიო და...
- ენურეზი მჭირსო - უპასუხა, თუმცა ვერაფრით მიხვდა, კაცს სახე რატომ დაეღრიჯა.
- დიდი ხანია გჭირთ? - უკვე შესაბრალისი ხმით ჰკითხა გოგამ.
- ბავშვობიდან, და მგონი არც იკურნება, - მშვიდად მიუგო ნინომ. ეს იყო და ეს, იმ დღიდან, გოგა არც ინტერნეტში ეხმიანებოდა და არც ტელეფონზე. ნინომ მიზეზი მანამ ვერ გაიგო, სანამ შემთხვევით მეგობარმა ენურეზის ნამდვილი განმარტება არ უთხრა: ენურეზი - სამედიცინო ენაზე უნებლიე შარდვას ნიშნავსო. გოგა კი, თუ ვინიცობაა, ამ კურიოზს წაიკითხავს, მიხვდება, რომ ნინოს ენურეზი არ სჭირს.
ხათუნა, თბილისი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?