კვირიკატურა - კვირის პალიტრა

კვირიკატურა

მოდით, ბიჭებო, ამ ყანწით ვისურვოთ, ისეთ საქართველოს მოგვასწროს ღმერთმა, "რუსთავი 2-ზე", "იმედსა" და "პირველ არხზე" რომ აჩვენებენ.

KvirisPalitra.Geმამა: აბა, მოდი, შვილო, ყველას ვაჩვენოთ, როგორ ვისწავლეთ წელიწადის ყველა თვე.

მამა: იან...

შვილი: ვარიი.

მამა: თებე...

შვილი: რვალიი.

მამა: აბა, შვილო, ახლა შენ გააგრძელე!

შვილი: რტი, რილი, ისი, ნისი, ლისი, ისტო, მბერი, მბერი, მბერი, მბერი.

KvirisPalitra.Geპატარა მიხო სკოლიდან სახლში ბრუნდება და მამას შესჩივის:

- მამი, მასწავლებელმა მითხრა, რომ მათემატიკა არ ვიცი და ჟურნალში რაღაც რიცხვი ჩაწერა.