კვირიკატურა - კვირის პალიტრა

კვირიკატურა

- ეროსი კიწმარიშვილო!!! დაყარე კამერები და გამოდი გარეთ!

ანეკდოტები

KvirisPalitra.Geქალს სამშობიაროში ტყუპი შეეძინა. ზის და ტირის. მედდა ეკითხება:

- რა გატირებს?

- ქმარმა რომ მკითხოს, მეორე ბავშვი ვისგან გყავსო, რა ვუთხრა?..

KvirisPalitra.Ge

- არც კინოში მიგყავარ, არც თეატრში, არც ცირკში, - ბუზღუნებს მარო.

- უმადური ნუ ხარ, შენა, დედაკაცო! - უყვირის მიხო, - ერთი კვირის წინ სტეკლოზე რო ფეხი გაიჭერ, საავადმყოფოში არ წაგიყვანე?!

- აგიწონოთ, ბატონო?

- აუცილებლად.

- სამი კილო და ოთხასი გრამია.

- აგაშენა ღმერთმა!

- აიღებთ, ხომ?

- რა თქმა უნდა.

- შეგიხვიოთ?

- აუცილებლად, აბა, ნანატრ ბიჭს ხომ არ გავაცივებ?!

KvirisPalitra.Geნიუ-იორკში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს რესტორანში ტელეფონის ზარი გაისმის. ყურმილს ადმინისტრატორი იღებს:

- გისმენთ!

- ტუ ტი ტუ ტუ!

- რაა?

- ტუ ტი ტუ ტუ!

ადმინისტრატორი გაოცებული დებს ყურმილს. ცოტა ხნის შემდეგ ისევ:

- ტუ ტი ტუ ტუ!!!

გაბრაზებული სასტუმროს თანამშრომელი ისევ დებს ყურმილს.

ბოლოს სასტუმროს რესტორანში გაბრაზებული ახალი ქართველი შედის და ყვირის:

- რა ვერ გაიგეთ! ორი ჩაი ოცდაორ ნომერში!!!