კვირიკატურა
- ეროსი კიწმარიშვილო!!! დაყარე კამერები და გამოდი გარეთ!
ანეკდოტები
ქალს სამშობიაროში ტყუპი შეეძინა. ზის და ტირის. მედდა ეკითხება:
- რა გატირებს?
- ქმარმა რომ მკითხოს, მეორე ბავშვი ვისგან გყავსო, რა ვუთხრა?..
- არც კინოში მიგყავარ, არც თეატრში, არც ცირკში, - ბუზღუნებს მარო.
- უმადური ნუ ხარ, შენა, დედაკაცო! - უყვირის მიხო, - ერთი კვირის წინ სტეკლოზე რო ფეხი გაიჭერ, საავადმყოფოში არ წაგიყვანე?!
- აგიწონოთ, ბატონო?
- აუცილებლად.
- სამი კილო და ოთხასი გრამია.
- აგაშენა ღმერთმა!
- აიღებთ, ხომ?
- რა თქმა უნდა.
- შეგიხვიოთ?
- აუცილებლად, აბა, ნანატრ ბიჭს ხომ არ გავაცივებ?!
ნიუ-იორკში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს რესტორანში ტელეფონის ზარი გაისმის. ყურმილს ადმინისტრატორი იღებს:
- გისმენთ!
- ტუ ტი ტუ ტუ!
- რაა?
- ტუ ტი ტუ ტუ!
ადმინისტრატორი გაოცებული დებს ყურმილს. ცოტა ხნის შემდეგ ისევ:
- ტუ ტი ტუ ტუ!!!
გაბრაზებული სასტუმროს თანამშრომელი ისევ დებს ყურმილს.
ბოლოს სასტუმროს რესტორანში გაბრაზებული ახალი ქართველი შედის და ყვირის:
- რა ვერ გაიგეთ! ორი ჩაი ოცდაორ ნომერში!!!