ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ამ ქართველებს კაპიკი აღარ მისცეთ.

- რატომ?

- მოდიან აქ, გვიშველეთ, ხალხი მშიერი გვყავს, ფული მოგვეცითო, და უცბად ახალი ქალაქების აშენება დაიწყეს.

თბილისი-ოზურგეთის მატარებელი.

კაცი თავის კუპეში წევს და ცდილობს, დაიძინოს, მაგრამ გვერდით კუპედან გურულის განწირული ხმა ისმის:

- ტიტუუუ, რაფერ მწყურიააა! ტიტუუუ, რაფერ მწყურიააა!!!

მოთმინებადაკარგულმა კაცმა აიღო წყლით სავსე ლიტრიანი ბოთლი, გავიდა მეორე კუპეში და გურულს მიაწოდა. გურულმა სულმოუთქმელად დაცალა და უცხო კაცს მადლობა გადაუხადა. "ახლა მაინც დავიძინებ," - გაიფიქრა კაცმა და ის იყო, წამოწვა, რომ ისევ მოესმა:

- ტიტუუუ, რაფერ მწყუროდააა! ტიტუუუ, რაფერ მწყუროდააა!

ქმარი მივლინებიდან მოულოდნელად ბრუნდება და ხედავს - მისი ცოლი ვიღაც კაცთან წევს ლოგინში.

- რას აკეთებ? - იყვირა ქმარმა.

- სულ ასე მჭრის თავს, - ეუბნება ცოლი საყვარელს, - მოიდებილებს თავს, ვითომ ვერ ხვდება!..

მიხო დასახვრეტად მიჰყავთ. უცებ იკითხა:

- რა დღეა დღესა, ჯო?

- ორშაბათი, - უპასუხა ჯალათმა.

- ამის დედაც... რა თარსათ იწყება ეს კვირა?...