დამიბრუნე ცოლი
დამიბრუნე ცოლი
ეს ამბავი 90-იან წლებში მოხდა გურიის ერთ-ერთ სოფელში. მოგეხსენებათ, იმ დროს ახალგაზრდების უმრავლესობა ქუჩაში იდგა და კაიბიჭობდა. ერთ-ერთი ასეთი "კაი ბიჭი" იყო გოჩა, რომელსაც მთელი სოფლის ახალგაზრდობა მორიდებით უყურებდა. გოჩა ციხეში იჯდა, მართალია, მხოლოდ სამი თვით, მაგრამ ეს საკმარისი იყო ავტორიტეტის მოსაპოვებლად. იმ ავბედით დროს გოგონების მოტაცება მოდაში იყო, ამიტომაც გოჩას თანატოლმა "კაი ბიჭებმა" ულამაზესი გოგონები მოიყვანეს ცოლად, გოჩას მოსაწონი გოგო კი არა და არ გამოჩნდა.
ერთ ზაფხულს სოფელში დედაქალაქიდან
დასასვენებლად ორი გოგო ჩამოვიდა. ერთი ძალიან ლამაზი იყო. ეს ამბავი გოჩას შეატყობინეს. მანაც დაინახა თუ არა, მაშინვე შეუყვარდა და მეორე დღეს მოიტაცა კიდეც. გოგონა კი გაჰყვიროდა რაღაცას, მაგრამ ყურადღებას ვინ მიაქცევდა? პატარძალი გოჩას მამიდასთან მიიყვანეს, მეზობელ სოფელში. დამალვა არც უფიქრია - ვინ გაბედავდა და მივიდოდა
ქალის უკან დასაბრუნებლად! თუმცა ისეთი რამ მოხდა, ყველაფერი თავდაყირა დადგა: იმავე საღამოს გოჩას მამიდის ჭიშკარს ვიღაც ბიჭი მიადგა. გოჩა გამოვიდა. უცხომ პატარძალი იკითხა. რა საქმე გაქვსო? -  პირქუშად ჰკითხა სიძემ. შეცდი, ძმაოო, - უპასუხა სტუმარმა, - ეგ ქალი ჩემი ცოლია და ფეხმძიმედაცაა, გამოუშვა ჯობია დროზეო.
გაშრა ჩვენი ყოჩი. რაღას იზამდა - ბოდიში მოიხადა და ქალი მშვიდობიანად დაუბრუნა კანონიერ ქმარს.

გივი მელაშვილი. ქუთაისი

ია
12 ნოემბერი 2019 19:45
ხოდა უნდა გაიგდო ეგ გოჩა წიხლქვეშ!
წაკითხვამდე, უკეთესს ველოდი.
07 აგვისტო 2019 22:47
წავიკითხე და დამავიწყდა, სად გამეცინა. ისე ფეხმძიმე ქალი, თან ლამაზი, ცუდი არ არის.
...
07 აგვისტო 2019 09:05
Raghad unda amas komentari

საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?