ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- მიშა, თოვლის ბაბუის არსებობის გჯერა?

- კი.

- კარგი, რა! ბავშვებსაც აღარ სჯერათ უკვე.

- მასე ამბობდი შენ ივანიშვილზეც, მაგრამ გამოჩნდა აგერ...

პირველ იანვარს ქმარს საწოლთან ხვდება წერილი:

"გილოცავ ახალ წელს.

P.S. საჭმელი მაცივარშია.

P.S.-ის P.S. მაცივარი სამზარეულოშია."

- მიმტანი! - ყვირის ჭიჭიკია რესტორანში, - რა კატლეტი მომიტანე, სამი საათია, ვღეჭავ და ვერ დავღეჭე.

- შენ მაგაზე არ ინერვიულო, - ეუბნება მიმტანი, - არ იჩქარო, დღეს ახალი წელია და დილის შვიდამდე ღია ვართ.

კაცი მივიდა ექიმთან.

- ექიმო, მე ჩემი ცხენი მიყვარს.

- მერე რა, ბევრს უყვარს თავისი ცხენი.

- იცით, მე ფიზიკურ ლტოლვას ვგრძნობ...

- ჰოო... - დაფიქრდა ფსიქიატრი, - ცხენი დედალია თუ მამალი?

- რა თქმა უნდა, დედალი! - გაბრაზდა პაციენტი, - თქვენ მე ვინ გგონივართ?!