ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- რა ბრძანეთ, ბატონო პრეზიდენტო? რა გადაწყვეტილება უნდა მივიღო? ივანიშვილის ცოლს მოქალაქეობა აღვუდგინო და თქვენ 100 ლარი სასამართლოს ბაჟი გადაგახდევინოთ? 100 ლარი ბევრი ხომ არაა?

ექიმი სინჯავს პაციენტს, თან დროდადრო ამბობს:

- კარგია, კარგი.

- რა არის კარგი? - ეკითხება პაციენტი.

- ის, რომ ეს ყველაფერი მე არ მჭირს.

სვანი თინეიჯერის დღიურიდან:

ამ შაბათს მაგარი პონტი გაიჩითა სახლში. მარტო დავრჩი და დაიწყო თავბრუდამხვევი სიტუაცია -  მაგარი ზმანები, თეთრი ფხვნილი... მაგრამ მერე მშობლები მოვიდნენ და სარეცხი მანქანიდან ამომიყვანეს.

პოლიციაში დაკითხვაზე:

- თქვი, სად იყავი 15 მაისს?!

- აქ ვიყავი და ვიხსენებდი, სად ვიყავი 12 აპრილს.