ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ძვირფასო, მთელი თბილისის ბაზრობები შემოვიარე და ხორცი 15 ლარზე ნაკლებად ვერსად ვნახე, რა მექნა, ვიყიდე 15 ლარად.

- მოუხერხებელი ხარ და იმიტომ. ახლა ვუყურე ტელევიზორს, ჩვენი პრეზიდენტი იყო ბაზარში და 8 ლარად იყიდა.

სომეხი გარიკა პაპა კვდება...

სიკვდილის წინ შემოიკრიბა გარშემო სანათესაო და კითხულობს:

- ჩემი შვილები სად არიან?

- აქ ვართ, მამიი...

- ჩემი ცოლი სად არი?

- აქა ვარ, ჩემო საყვარელო ქმაროოო...

- ჩემი სიძეები სად არიან?

- აქ ვართ....

- ჩემი შვილიშვილები?

- აქა ვართ, პაპიიიი...

- მა კუხნაში შუქი რათ ანთია?

საკურორტო ქალაქში მამაკაცმა ქალი გაიცნო და პირველივე დღეს ხელზე ხელი მოუთათუნა.

მეორე დღეს ხელი უკვე იდაყვზე შეახო...

- ხომ არ გგონია, აქ სამი თვით ჩამოვედი? - გაბრაზდა ქალი.

ექიმმა პალატაში შეიხედა:

- აბა, ხვალიდან შვებულებაში გავდივარ! ნახვამდის, ნახვამდის! შალიკიე, მშვიდობით, შე უბედურო, მშვიდობით!