ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ბატონო ბარაქ, ამ მიშას  ვერ გავუგე ვერაფერი - ჯერ თქვა, პუტინს არ ვბაძავო და იმ დღესვე თქვა, პრემიერობას არ გამოვრიცხავო.

- მიშას რას გაუგებ, ჩემო ჰილარი.

ბუღალტერი თავის 4 წლის ბავშვს "კონკიას" უკითხავს. ბავშვი ყურადღებით უსმენს. იმ ადგილის წაკითხვის შემდეგ, სადაც გოგრა ოქროს კარეტად გადაიქცა, მამას ეკითხება:

- მამა, გოგრის ოქროს კარეტად გადაქცევა როგორ იქნება კვალიფიცირებული: როგორც შემოსავალი თუ როგორც ქონების ღირებულების გაზრდა?

ტიპი მივიდა მეგობართან და ეკითხება:

- შენი ცოლი სად არის?

- ცოლი ბოზი გამოდგა და გავაგდე.

- შე შობელძაღლო, ბოზის გულისთვის მოსკოვში დავდივარ, შენ სახლში გყავდა და გააგდე?

გურულს მატარებელი დაეჯახა და სული გააცხებინა.

ცხედარს თვალები დაჭყეტილი დარჩა, ვერაფრით დაახუჭინეს.

პანაშვიდზე მისული მეზობლებიდან ერთმა თავი ვერ შეიკავა:

- შე გაჭირებულო, მაი თვალები მაშინ დაგეჭყიტა, მატარებელი რომ მოდიოდა!